ცოტა ხნის წინ, ბრედ პიტმა ოფიციალურად დაადასტურა რომანი 33 წლის მსახიობთან, ირეს დე რამონთან. წყვილი ერთად ბრედ პიტის დაბადების დღის წვეულებაზე ვიხილეთ. ამჯერად ბრედ პიტი და რამონი უკვე პაპარაცებმა პარიზის ქუჩებში გადაიღეს. შავ პალტოში გამოწყობილი ბრედ პიტი უზომოდ ბედნიერი ჩანდა, როცა შეყვარებულს თეატრში, ასაფ ავიდანის მუსიკის მოსასმენად ეპატიჟებოდა.
სწორედ თეატრში მიმავალ გზაზე შეძლეს ფოტოგრაფებმა შეყვარებულების გადაღება. როგორც ჩანს, ბრედ პიტმა გადაწყვიტა, სწორედ „სიყვარულის ქალაქში“ გაასაჯაროოს რომანი, რომელზედაც მედია დიდი ხანია წერს.
ბრედ პიტი და ინეს დე რამონი დაქორწინებას არ აპირებენ – გაინტერესებთ მიზეზი?