მალე პოპ-პრინცესას, ბრიტნი სპირსის მემუარები „ქალი ჩემში“ გამოვა. პრემიერამდე უკვე გავრცელდა სკანდალური ინფორმაცია. ბრიტნი აცხადებს, რომ 20 წლის წინ ჯასტინ ტიმბერლეიკისგან ორსულად იყო, თუმცა, ჯასტინს არ სურდა შვილი, ამიტომ მან ორსულობა შეწყვიტა. არტისტი თავის ქმედებას ნანობს.
„მას არ უნდოდა შვილი“ – ბრიტნი სპირსი აცხადებს, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკისგან ორსულად იყო
სკანდალური ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სპირსმა მორიგი ვიდეო გაავრცელა. რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნებულ რგოლში, ის კვლავ დანებით ცეკვავს და ორაზროვან პოსტსაც ავრცელებს.
„მობრძანდით, ნუ ღელავთ, მე თბილად და სტუმართმოყვარეთ დაგხვდებით ამ დანებით“, – წერს არტისტი.
„ცეკვა სამზარეულოს დანებით“ – ბრიტნი სპირსის უახლესი ცეკვის ვიდეომ მისი ფანების შეშფოთებას გამოიწვია