LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსკვლავური თვითიზოლაცია: ჯენიფერ ენისტონის, ბრედ პიტის, ანჯელინა ჯოლის, კიანუ რივზისა და სხვა ვარსკვლავების აპარტამენტები

417
26304300-0-image-a-389-1584980027395

კორონავირუსის პანდემიის გამო  უამრავი ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება. უკანასკნელ პერიოდში, კინოსა და მუსიკის ინდუსტრიაში მოღვაწე ვარსკვლავები  საინტერესო სოციალურ კამპანიაში #IStayAtHome  ჩაებნენ და საზოგადოებას სახლში დარჩენისა და თვითიზოლაციისკენ მოუწოდებენ, აწყობენ ონლაინ პერფორმანსებს და ადამიანების სიყვარულსა და აღფრთოვანებას კიდევ უფრო იმსახურებენ.

ერთი შეხედვით ეს მართლაც სასიამოვნოა, როდესაც ხედავ, თუ როგორ გაერთიანდა მსოფლიოს მთელი მოსახლეობა და ყველა ერთმანეთზე ზრუნავს. თუმცა, საინტერესოა ერთი ფაქტი, ვარსკვლავებს მაინც ვარსკვლავური თვითიზოლაცია აქვთ და გართობისა და დასვენებისთვის მეტი კომფორტი აქვთ შექმნილი.

გადახედეთ, სად ატარებენ ვარსკვლავები თვითიზოლაციისა და კარანტინის რთულ პერიოდს:

51 წლის ჯენიფერ ენისტონს თავის ვილაში 2 დიდი აუზი და აღმოსავლურ სტილში გაშენებული ბაღი აქვს. მისი „მოკრძალებული სახლი“ 30,7 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

56 წლის ოსკაროსანი ბრედ პიტი, ლოს-ანჯელესის გარეუბანში აღმართულ ვილას აფარებს თავს, რომელიც  1984 წელს 1,7 მილიონ დოლარად შეიძინა.

ტაბლოიდების ვარაუდით, ყველაზე სიმპათიურ მამაკაცად აღიარებული პიტი, თვითიზოლაციაში  ახალ გულისსწორთან, ალია შოკატთან ერთად იმყოფება.

6 შვილის დედის, 44 წლის ანჯელინა ჯოლის ვილა 2.1 აკრზეა გადაჭიმული, რომელიც კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი. ის 1913 წელს აშენდა. მსახიობმა უზარმაზარ საცხოვრებელ კომპლექსში  24,5 მილიონი დოლარი გადაიხადა.

„მატრიცას“ ვარსკვლავს, 55 წლის კიანუ რივზს, ჰოლივუდის მაღლობზე, 5,6 მილიონ დოლარად შეფასებული ვილა აქვს, თუმცა, როგორც ცნობილია ის დროს თავისი საცოლის, ალექსანდრა გრანტის სასტუმროში ატარებს, სადაც მხოლოდ სამი საძინებელი ოთახია.

პირდაპირ მალიბუს სანაპიროზე, უზარმაზარ საცხოვრებელ კომპლექსში „ლამაზმანის“ ვარსკვლავი, ჯულია რობერტსი თავის სამ შვილთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. წყნარი ოკეანის სანაპიროზე გაშენებული ვილა, 16, 5 მილიონ დილარადაა შეფასებული.

გარდა იმისა, რომ კანიე უესტსა და მის მეუღლეს, კიმ კარდაშიანს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ვილები აქვთ, წყვილი, თავის შვილებთან ერთად, ყველაზე ხშირად დროს Hidden Hills-ის საცხოვრებელ კომპლექსში ატარებს, სადაც 8 საძინებელია განთავსებული. სახლის ღირებულება კი 20 მილიონ დოლარს შეადგეს. ჰიპ-ჰოპ არტისტმა და რეალითი შოუს ვარსკვლავმა ვილა 2014 წელს შეიძინა.