როგორც ცნობილია, პარიზში, მოდის კვირეულის ფარგლებში ვიქტორია ბექჰემის ჩვენება შედგა, რომელიც საოცრად დამაინტრიგებელი აღმოჩნდა, რადგან ჩვენებაზე ბექჰემების რძალი მივიდა. მათი შეხვედრის ფოტო/ვიდეო მასალამ ინტერნეტსივრცე მოიცვა.
გრანდიოზული ჩვენების შემდეგ, სელებრითებისთვის ასეთივე გრანდიოზული და გლამურული წვეულება გაიმართა. ჩვენების ვარსკვლავმა, 48 წლის ვიქტორიამ საკუთარი ბრენდის მწვანე კაბა მოირგო, რომელიც მალევე შეაფასეს როგორც მოდის ისტორიაში ყველაზე ლამაზი მწვანე კაბა. აღსანიშნავია, რომ ვიქტორიას ბრენდის კაბის ღირებულება 850 ევროს შეადგენს.
წვეულებაზე ბრუკლინ ბექჰემი და მისი მეუღლე, ნიკოლა პელტციც გამოჩნდნენ. 27 წლის ნიკოლა თეთრ, მოკლე კაბაში ბრწყინავდა, მან ჰაეროვან „ლუქს“ მაღალყელიანი ჩექმა შეუხამა, რომელსაც თასმები ამშვენებდა. ბრუკლინი კი შავ შარვალსა და ყავისფერ პიჯაკში იყო გამოწყობილი.