LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ მეძლევა შანსი ჩემი სათქმელი ვთქვა…შესაძლოა ეს ერთგვარი დასჯაც არის” – რაზე საუბრობს რუსკა მაყაშვილი

283
BeFunky-collage - 2022-10-22T231909.086

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი გადაცემაში “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” რუსთაველის თეატრის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ სპექტაკლებში აღარ ანაწილებენ.

მაყაშვილის თქმით, ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ მათთვის “პაპსა” მსახიობი და ერთგვარად გაცვეთილი სახეა.

მსახიობის ასევე განმარტავს, რომ იყო შემთხვევა, როდესაც ქასტინგზე მასზე უარი მხოლოდ იმიტომ თქვეს, რომ რუსკა მაყაშვილია.

“ჩემთვის თეატრი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია თუ რას გავაკეთებ თეატრში. შეიძლება ითქვას, რომ არაფერი არ გამიკეთებია. მიუხედავად იმისა, რომ ვარ რუსთაველის თეატრის დასის წევრი. ძალიან სამწუხაროა, რომ არ მეძლევა შანსი ჩემი სათქმელი ვთქვა.

რუსთაველის თეატრში სპექტაკლებში არ ვმონაწილეობ, შესაძლოა ეს ერთგვარი დასჯაც არის, ჩემი დის ამბების შემდეგ ბევრი ვილაპარაკე და ეს მათ არ მოეწონათ. ვთვლი, რომ სპექტაკლებშიც აღარ მანაწილებენ. შესაძლოა მათთვის გაცვეთილი სახე ვარ. ქასტინგზე მხოლოდ იმიტომ თქვეს ჩემზე უარი, რომ რუსკა მაყაშვილი ვარ. ვთვლი, რომ მათთვის “პაპსა” მსახიობი ვარ. მიმიშვი შენ და რა იცი, რას გავაკეთებ”, – საუბრობს რუსკა მაყაშვილი.

ამავე თემაზე:

რუსკა მაყაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ჩვენი ოჯახი“-ს თანაწამყვანი იქნება

რუსკა მაყაშვილი: „ძიძას არ ვენდობი, ვერ ვენდობი… ჩემს შვილებს თავად ვზრდი…“

ვიდეო: “სპექტაკლებში აღარ მანაწილებენ…ამბობენ რომ მეძვირე ვარ” – რუსკა მაყაშვილი

ვიდეო: რუსკა მაყაშვილის დახვეწილი ცეკვა ულამაზეს კაბაში და „სუხიშვილების“ მოცეკვავე სცენაზე დათო გომართელთან ერთად

დაბადების დღეს ვულოცავ მსოფლიოში ყველაზე გიჟ ბავშვს. რა ბედნიერებაა, რომ ჩემი ხარ – რუსკა მაყაშვილის შვილი იუბილარია

„მარტო ამ კაბაზე მელაპარაკება ყველა“ – რუსკა მაყაშვილი მაკა კვიციანის კაბაში შეუდარებლად გამოიყურება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები