LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩიტივით შეიძლება რაღაცა წაკენკოს… არც კი ვიცი, რა მოვუტანო, რა შევურჩიოთ.. უკვე დიდი ხანია მიმაჩნია, რომ დრო აღარ გვაქვს“ – გიული ალასანია შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

5192
გიული ალასანია სააკაშილი~

მიხეილ სააკაშვილი დღის ბოლოს ოჯახის წევრებმა, გიული ალასანიამ და ნიკოლოზ სააკაშვილმა მოინახულეს.

გიული ალასანია ამბობს, რომ მისი შვილი ფაქტობრივად, ვერ იკვებება და სუსტად არის.

„უკვე დიდი ხანია მიმაჩნია, რომ დრო აღარ გვაქვს, არ ვიცი რამდენი ხანი შეიძლება მისმა ჯანმრთელობამ გაუძლოს“, – განაცხადა ალასანიამ „ვივა მედის“ კლინიკაში, სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში ცვლილებები არ შეინიშნება და ცილოვან საკვებს, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, ვერ იღებს.

„მის ჯანმრთელობის მდგომარეობაში დიდ ცვლილებებს ვერ ვამჩნევ, თუ ექსპერტებმა ამ საქმეში ჩართვაში თანხმობა განაცხადეს ძალიან კარგია. ადვოკატს ეს აუცილებლად მიაჩნია.

უკვე დიდი ხანია მიმაჩნია, რომ დრო აღარ გვაქვს, არ ვიცი რამდენი ხანი შეიძლება მისმა ჯანმრთელობამ გაუძლოს. ჩიტივით შეიძლება რაღაცა წაკენკოს და… არც კი ვიცი, რა მოვუტანო, რა შევურჩიოთ. არადა, ცილოვანი სჭირდება, მაგრამ ეს ვერ იღებს.  ექსპერტები, მე არ ვარ საქმის კურსში, არ მაქვს ინფორმაცია. ძალიან კარგია თუ ვიღაც დათანხმდა და ჩამოვა”, – თქვა ალასანიამ შვილის მონახულების შემდეგ.

რაც ვნახე ვიზიტების დროს, აბსოლუტურად განსხვავებულ ადამიანთან გვაქვს საქმე… ერთადერთი გამოსავალია, მისი საზღვარგარეთ გადაყვანა – მიხეილ სააკაშვილის ძმა

“გაშავებულია, ასდის საშინელი სუნი, რაღაც ხდება, ორგანიზმში ინტოქსიკაცია მიმდინარეობს” – ადვოკატი სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრობს და უპრეცედენტო სასამართლო პროცესებს აანონსებს

“პოლონეთიდან გვეუბნებიან, სიამოვნებით წავიყვანთ და მივხედავთო” – რას უკავშირებს გიული ალასანია სააკაშვილის სხეულზე გაჩენილ შავ ლაქებს

გაბუნია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: კლინიცისტების ნაწილში შეუზღუდავი შესაძლებლობაა.. უცხოელი ექსპერტების ჩართულობაზე მოთხოვნა უწყებაში არ შემოსულა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები