„გიორგი კეკელიძე შენ უნდა შეძლო ყველანაირ სიბინძურესთან გამკლავება, შენ არ გაქვს სხვა უფლება,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე წერს და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს სოლიდარობას უცხადებს.
როგორც ომაძე აღნიშნავს, ვიღაცას ტყვიით კლავენ, ვიღაცას კი სიტყვით.
„სულ უფრო და უფრო ვხდებით მოწმე იმისა, რომ ვიღაცას ტყვიით, ვიღაცას სიტყვით და სასტიკი სიბინძურით კლავენ, ღირსეული ადამიანი უსათუოდ გაიმარჯვებს, გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze შენ უნდა შეძლო ყველანაირ სიბინძურესთან გამკლავება, შენ არ გაქვს სხვა უფლება❗️
ილიას და ვაჟას ეპოქაში სხვებიც იყვნენ, მაგრამ ჩვენ დღეს ბერბიჭაშვილებზე, ორჯონიკიძეებზე და ცხაკაიებზე როგორც ქვეყნის გამყიდველებზე ისე ვსაუბრობთ, ხოლო ილიას და ვაჟას შეხედულებები მაგალითი გვინდა იყოს ჩვენი მომავალი თაობისთვის, ესეც გაივლის მარადიული მხოლოდ უფალია. რას უტოვებთ შვილებს ვინც ამ სიბინძურეს თესავთ, ბ ე რ ბ ი ჭ ა შ ვ ი ლ ი ს სახელს???
შვილის მოკვლა რომ არ გაუაზრებია რა ტკივილია და ადამიანის გაშავება —განადგურება ის ხალხი ნუ გაირჯებით,“ – წერს იზა ომაძე.
„საერთოდ არ ვიცოდი ვისი და იყო და ნათესავი… ან კი რა მნიშვნელობა ჰქონდა“ – გიორგი კეკელიძე