LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე მქონდა ხილვა, ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში” – ილია მეორე

1151
ილია 2

დღეს სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვის შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა.

“რა რთულია და ძნელია, გამონახოს ადამიანმა გზა, რომელიც მიიყვანს მას სასუფეველში. რა ძნელია დაინახო თეთრი და შავი, ბოროტი და კეთილი, მაგრამ ეს ცხოვრება, მიწიერი ცხოვრება, მოგვეცა ჩვენ იმისათვის რომ გამოვიყენოთ გასარკვევად, სად შავია და სად თეთრია. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ მოვლენებს, რაც დღეს ხდება. ის სენი, რომელიც წარმოიშვა მთელ მსოფლიოში, რომელსაც ეწოდება კორონავირუსი, საიდანაა- ღვთისაგანაა თუ ბოროტისაგანა? ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ ღვთის გარეშე ეს არ მოხდებოდა და ღვთის ლოცვით ღვთის, ლოცვა-კურთხევით ჩვენ დავძლევთ ამ სენს”,- ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორემ ხილვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღვთის ძალით ადამიანი კორონავირუსს მოერევა.

“მე მქონდა ხილვა. ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში, ცეცხლისფერმა და ჩაქრა. მერე მოვიდა ჩემთან ბავშვი და მიჩვენა მე საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას. მან დაანე

მან დაანერწყვა მიწას, აზილა თითით და წაისვა შუბლზე. ეს იყო ნიშანი, რომ ღვთის ძალით და ჯვრის ძალით ადამიანი გაიმარჯვებდა ამ სენზე. არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა დაიბნეს ადამიანი. საქართველოს ეკლესიის სახელით მადლობას ვწირავ მედიცინის მუშაკებს, რომ ასე ენერგიულად შეხვდნენ ამ სენს და გამონახეს გზები მისი დაძლევისათვის”,– ბრძანა პატრიარქმა.

უწმინდესის თქმით, მისი აღსაყდრებიდან გასული 42 წელი უმძიმესი იყო, რასაც ხალხის სიყვარულით გაუძლო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები