ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში ახალი პლატფორმის „სუპერგმირის” შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ის ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდთან დამეგობრდა.
ნინო ზამბახიძის თქმით, სუპერგმირი ნიკო ბევრ ბავშვს დაეხმარება.
„ეს ამბავი უნდა მოვყვე, არ ვიცი რამდენმა იცით საოცარი პლატფორმის www.supergmiri.ge შესახებ, თუ არა აუცილებლად მოინახულეთ, ჩემ პრაქტიკაში ყველაზე მაგარი სოციალური პროექტია.
სულ შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ჩემი მეგობრების მარიტა და ლეკოს გაკეთებულია, მათგან ეს არც გამკვირვებია ისეთი საოცარი და ყოჩაღი ცოლ-ქმარი არიან.
ამ პლატფორმის შესახებ ნიკო კვარაცხელიას ოჯახს მოვუყევი რადგან ისინიც გამოირჩევიან სოციალური პასუხისმგებლობით, ვერც კი მოთვლი მათ მიერ გაკეთებულ სიკეთეს, ხოდა, ნიკოს ფონდი www.nkfund.world და სუპერგმირი დამეგობრდნენ. სუპერგმირი ნიკო ბევრ ბავშვს დაეხმარება. ერთ ერთია ნიკა, რომელიც დღეს გავიცანით”, – წერს ნინო ზამბახიძე.
ვიდეო: იზა ომაძე – „19 დეკემბრიდან ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდი ოფიციალურად იფუნქციონირებს“
ჩემს მონატრებას იმით ვებრძვი, რომ ვნახულობ ჩემი შვილის დახვრეტის კადრებს: იზა ომაძე