LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დაკარგა თამრიკო ჭოხონელიძემ ცხოვრების რამდენიმე წელი: “ადამიანებს, რომლებიც უშურველად ილანძღებოდნენ და „უფლის სახელით“ მწყევლიდნენ, მამაოებთან გადაღებული ფოტოებით ჰქონდათ საკუთარი გვერდები სავსე…“

1122
თამრიკო ჭოხონელიძე

თამრიკო ჭოხონელიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს, როგორი რთული პერიოდი გამოიარა, როდესაც სოციალური ქსელის საშუალებით ლანძღავდნენ. საქმე ეხება 17 მაისს, როდესაც ოჯახური სიწმინდის დღეზე სიმღერა შესთავაზეს, მან კი უარი განაცხადა:

„ნებისმიერი შემეჯიბროს ოჯახის სიწმინდესთან დამოკიდებულებაში, ეს ჩემი ცხოვრების მთავარი ამოცანა და ფუნდამენტია, მაგრამ როდესაც დავინახე, რომ ამ დღის დანიშნულება ეს კი არა, უმცირესობის წარმომადგენლებთან დაპირისპირება იყო, მიუხედავად იმისა, რომ მე არც მათი და საერთოდ, არავის პროპაგანდისტი არ ვარ, ადამიანის დისკრედიტაციას მხარს ვერ დავუჭერდი. ამისთვის მივიღე საშინელი ლანძღვა. ეს იმდენად განვიცადე, რომ ის რამდენიმე წელიწადი დავკარგე. ეს წლები ჩემი ცხოვრებიდან წაიშალა… ადამიანებს, რომლებიც უშურველად ილანძღებოდნენ და „უფლის სახელით“ მწყევლიდნენ, მამაოებთან გადაღებული ფოტოებით ჰქონდათ საკუთარი გვერდები სავსე. ასეთი „მორწმუნეები“ საშინელებებს მისურვებდნენ და ჩემი დიდი შეცდომა იყო ის, რომ ამაზე ნერვიულობას გადავყევი. სამწუხაროდ, ამ წლებმა შემოქმედებითადაც უკან დამხია და ჯანმრთელობაზეც აისახა, თუმცა ფეხზე წამოვდექი. შვილებმა სოციალური ქსელები გამიუქმეს და მათი მადლობელი ვარ…“

ვინ ემუქრებოდა თამრიკო ჭოხონელიძეს: „ძალიან შევშინდი და ძალადობის მსხვერპლი ვხდებოდი…“

რატომ აღმოჩნდა თამრიკო ჭოხონელიძე 11-ჯერ ტრავმატოლოგიურში

ვიდეო: ოჯახური ექსპრომტი: თამრიკო ჭოხონელიძე მარიამ როინიშვილთან ერთად მღერის, კოკო როინიშვილი კი კლავიშზე უკრავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები