LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: რომ არა ვანოს შეცდომები, ივანიშვილს გაუჭირდებოდა

830
BeFunky-collage (7)

“ვანო მერაბიშვილი რომ ჩასვეს, ასეთი „აიფონი“ არ არსებობდა, მსოფლიო იყო სხვა, მის ადგილზე, დავუბრუნდებოდი ოჯახს,” – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხზე“ განაცხადა. სააკაშვილმა უარყო ის ფაქტი, რომ მის შტაბს შესაძლოა ვანო მერაბიშვილმა უხელმძღვანელოს.

ამასთან, სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილის შეცდომებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯობს მერაბიშვილმა ტაიმაუტი აიღოს.

სააკაშვილი: მთელი ბავშვობა ხუთოსანი ვიყავი, მაგრამ არ ვაჩაგრინებდი თავს ძველ ბიჭებს, არც სკოლაში, არც უბანში

“რაც შეეხება ვანოს, ვანო მერაბიშვილს, რამდენჯერმე უთხრეს, მათ შორის ციხიდან გაიყვანეს და ისე უთხრეს, მოგვეცი ცრუ ჩვენება სააკაშვილზე და გაგიშვებთო. ეს კაცი ამდენი წელია ზის იქ მხოლოდ იმის გამო, რომ არ აიღო სინდისზე ხელი და არ მოაბოდიალა რაღაც ტყუილი, რაც ვიღაც-ვიღაცებმა იკადრეს. ამიტომ, მე მაქვს მის მიმართ პირადი ვალდებულების განცდა. თუმცა, მშვენივრად ვხედავ იმ შეცდომებსაც, რაც დაუშვა ვანომ. ვხედავ იმ გადაცდომებსაც, რაც დაუშვეს მაშინ ამ სისტემებში და მინდა ვთქვა, რომ არა ეს გადაცდომები, შედარებით გაუძნელდებოდა ივანიშვილს, ჩაეგდო ჩვენი ქვეყანა ხელში, ყველას კუთვნილი ქვეყანა ექცია პირად ლუკმად. მე მაქვს ჩემი პირადი ემოციები.

თუმცა, მინდა ვთქვა, როდესაც ვანო ჩასვეს ციხეში სრულიად უდანაშაულოდ, რადგან რაც მას მიუსაჯეს სრულიად სასაცილო იყო, იმის შემდეგ მსოფლიო შეიცვალა. მაგალითად ვანო რომ ჩასვეს, ასეთი „აიფონი“ არ არსებობდა, ვანო რომ ჩასვეს იყო „ნოკიები“, ვანო რომ ჩასვეს, მსოფლიო იყო სხვა. ამიტომ, ჩემი აზრით, ახლა მე რომ ვანოს ადგილზე ვიყო, მე ასე მასთან პირადი კონტაქტი არ მაქვს, დავუბრუნდებოდი ჩემს ოჯახს, დავტკბებოდი ჩემს შვილებთან ახლოს ყოფნით, ვიმოგზაურებდი მსოფლიოში, გავახელდი თვალებს, გავიხედ-გამოვიხედებოდი და მხოლოდ ამის შემდეგ, რაღაც პერიოდის შემდეგ მივიღებდი რაღაც გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

“შექმენით იმის მეათედი რაც მე შევქმენი და მერე გამომაცხადეთ წარსულად ”- ყოფილი პრეზიდენტი მომავლის გეგმებზე საუბრობს

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს პატიმრობის ვადა 2020 წლის 20 თებერვალს ეწურება. მსჯავრდებული 7 წელზე მეტია მატროსოვის ციხეში იხდის სასჯელს რამდენიმე დანაშაულზე და მათ შორის 26 მაისის ოპოზიციის აქციის დარბევის გამო.

ყოფილი მინისტრი 2013 წლის მაისში დააკავეს. ბრალი, რომელიც მართლმსაჯულებამ მას წაუყენა, იყო სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვა, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმე. მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის  ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები