„თავისუფლება ნიკა გვარამიას“, ამ სიტყვებით შეაწყვეტინა მწერალმა ლაშა ბუღაძემ „იმედის“ ჟურნალისტს პირდაპირი ეთერი, რომელიც ნიკა გვარამიას განაჩენზე საუბრობდა.
„გადაეცით ივანიშვილს და ქართულ საზოგადოებას, ბოლოს ასე ვიტყვით, რომ რუსეთში რომ შეგვტენიან და ივანიშვილი რეფერენდუმს ჩაატარებს რუსეთში შესვლასთან დაკავშირებით“. – აღნიშნა ლაშა ბუღაძე, რომელსაც ჟურნალისტმა შეახსენა, რომ პირდაპირ ეთერში იყო.
„პირდაპირ ეთერში რომ ხართ, იმიტომ ვამბობ, თქვენ არ მპატიჟებთ არხზე“. – უპასუხა მას ლაშა ბუღაძემ და დასძინა, რომ მისივე სიტყვებით “საქართველოს ივანიშვილი ვერ ჩაიჯიბავს”.
„პუტინთან ერთად თქვენ გვიშლით ქვეყანას“. – აღნიშნა ეკა კვესიტაძემ, რომელიც ნინო ჯანგირაშვილთან, ნინია კაკაბაძესთან და ნინო ჯანგირთაშვილთან ერთად შეუერთდა ლაშა ბუღაძეს.
ამავე თემაზე:
აბა თქვენ იცით! – ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ
რეპრესიული მანქანა ამოქმედდა და ნიკა გვარამია აიყვანეს პოლიტიკურ ტყვეობაში: ადვოკატი