LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შემომითვალა და მაწყნარებს, ბაბუ, ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნებაო“ – ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა

215
Untitled design (3)

ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა შვილიშვილის მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ლაზარე მხნედ არის.

ადვოკატი: ლაზარე გრიგორიადისს ციხეში თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს

„ჩემთვის ამ ეტაპზე ლაზარეს თმის გადაღებვას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

ნეტავ, ჩემს ლაზარეს დღესდღეობით, მაგაზე მეტი არაფერი სჭირდეს.

გადმომცეს, მითხრეს, რომ კარგად არის, მხნედ. იქიდან აქეთ შემომითვალა და მაწყნარებს, რომ ბაბუ, ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნებაო“, – განაცხადა მედიასთან ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ.

ცნობისათვის, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 7, 8 და 9 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით, 29 მარტს დააკავეს, 31 მარტს კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

3 მარტს დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისს ციხეში თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს. აღნიშნული ინფორმაციას საპასუხო განცხადებით გამოეხმაურა პენიტენციური სამსახური: სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს, მით უმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ 

ამავე თემაზე:

„დროას“ წევრი არ არის, მაგრამ ყველანაირად დავიცავთ“ – რა ვიცით აქციის მონაწილე 21 წლის ბიჭზე, რომელიც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

„ლაზარეს ვერ გააშავებთ“ – პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის დაპატიმრება გააპროტესტეს 

„ლაზა, მამი, შევაკვდები ამ რუსეთუმე მთავრობას, აუცილებლად შენ გარეთ იქნები“ – ლაზარე გრიგორიადისის მამა 

ლაზარე გრიგორიადისის მამა: ვერ წარმოვიდგენდი ჩემი შვილის პოლიტპატიმრის სტატუსს – ბოლომდე ვიბრძოლებ ხალხთან ერთად 

ჯაფარიძე გრიგორიადისზე: „ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-იდან 11 წლამდე, ჩათვალეთ რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ“

„ციხეში მხოლოდ იმიტომ უშვებენ, რომ „ოცნებას“ ხელიდან გამოგლიჯა მისი სამშობლო, რომელსაც არუსებდნენ – თუ ამ მოზარდს გაწირავენ აქციები უნდა დავიწყოთ“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეეფარდა 

„ყველამ ნახა, ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი“ – პრემიერი ლაზარე გრიგორიადისზე

კალაძე ლაზარე გრიგორიადისზე: „ეს პიროვნება შემსრულებელი იყო, რაც ძალიან ცუდია და უნდა დაიგმოს.. უნდა გაირკვეს, ვინ იყვნენ ორგანიზატორები“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები