LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუვიწყარი თავგადასავალი შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის ტალღების და ჩამავალი მზის სხივების ფონზე – „დრიმლენდ ოაზისი“ ზაფხულის სეზონს იწყებს

13
thumbnail

ყველაზე დიდი სასტუმრო კომპლექსი შავი ზღვის სანაპიროზე „დრიმლენ ოაზისი“ 2022 წლის ზაფხულის სეზონის გახსნისთვის ემზადება. სასტუმრო საკუთარ დამსვენებლებს დაუვიწყარ თავგადასავალს ჰპირდება, რომელიც სტარტს 11 ივნისს აიღებს.

„დრიმლენდ ოაზისში“ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ „ბიზნესნიუსის“ ეთერში აღნიშნული სასტუმრო კომპლექსის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი ორაგველაძემ ისაუბრა.

– როგორ ემზადებით სეზონის გახსნისთვის – როდის იგეგმება პირველი ღონისძიება და რა დახვდებათ თქვენთან მოსულ სტუმრებს?

ყველაზე მხიარული, ფერადი და  ყველასთვის საყვარელი სეზონი –  ზაფხული დაიწყო. საუკეთესო განწყობის შესაქმნელად კი აუცილებელია მზე, ზღვა და კარგი მუსიკა. განსაკუთრებულად ვემზადებით სეზონის გახსნისთვის, სპეციალურად შევიმუშვეთ სხვადასხვა ფასდაკლება სტუმრებისთვის. 11 ივნისს გაიმართება სეზონის ოფიციალური გახსნის ღონისძიება, სადაც მთელი დღის განმავლობაში, სტუმრების განწყობაზე იზრუნებს ჩვენი ანიმატორები, გვექნება: ცივი კოქტეილები, გემრიელი კერძები და ჩამავალი მზის სხივების ფონზე საღამოს მუსიკალურად გააფორმებს TAMADA. ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ როგორც სასტუმროს სტუმრებს ასევე, შესაძლებელია ბილეთების შეძენაც. დამატებითი დეტალებისთვის კი მოგვმართეთ ჩვენი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე. ეს იქნება ყველაზე განსხვავებული, დაუვიწყარი და თავგადასავლებით სავსე ზაფხულის დასაწყისი.

– რამდენად მნიშვნელოვანია „დრიმლენდ ოაზისის“ ოპერირება რეგიონისთვის, როდიდან საქმიანობთ ბაზარზე და რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებელს?

„დრიმლენდ ოაზისი” აჭარის ერთ-ერთ გამორჩეულ კურორტ, ჩაქვში მდებარეობს. ეს არის პრემიუმ კლასის კომპლექსი, რომელიც აერთიანებს: აპარტამენტებს, სასტუმროსა და აპარტოტელებს. „დრიმლენდის“ ისტორია ჯერ კიდევ 2000-იანი წლებიდან იწყება, თუმცა ფართო საზოგადოებამ 2014 წელს გაიცნო. პროექტი მიზნად ისახავდა ერთ დროს არსებული ჭაობის ნამდვილ ოაზისად ქცევას და ამ წლიდან მოყოლებული, ის კვლავ განაგრძობს განვითარებას. საბოლოო სახე კი 2024 წელს უნდა მიიღოს.

„დრიმლენდ ოაზისში“ შეგიძლიათ მოიწყოთ დაუვიწყარი დასვენება, დაგეგმოთ საქმიანი შეხვედრა, კონფერენცია, კორპორაციული წვეულება, Teambuilding, ან უბრალოდ ეწვიოთ ფოტოსესიისთვის და აღბეჭდოთ თქვენი ბედნიერი წუთები.  ასევე მომაჯადოებელი ზღვის ხედის ფონზე, კომპლექსში შესაძლებელია ქორწილისა და ხელის მოწერის ცერემონიის მოწყობა. მოგეხსენებათ, ქვეყანაში არსებული კოვიდ ვითარებიდან გამომდინარე, ყველა შეზღუდვა მოიხსნა და დრიმლენდის გუნდი მზად არის კიდევ მრავალ წყვილის ბედნიერება გაიზიაროს.

გარდა ამისა, კომპლექსში აღმოაჩენთ ზღაპრულ აკვაპარკს, ნახევარ კილომეტრიან კეთილმოწყობილ სანაპიროს, ოთხ ღია საცურაო აუზს, რომელიც იდეალური ადგილია ზაფხულის მზიან დღეებში გასაგრილებლად და გასართობად. კომპლექსში ყველა ასაკის სტუმარი იპოვის სასურველ გასართობს – 3D, 7D და 9D კინოთეატრები, ბოულინგი, ბილიარდი, სათამაშო აპარატები, ტირი, საბავშვო კლუბები და პროფესიონალ ანიმატორთა ჯგუფი ემატება. სპორტის მოყვარულებს კი, შეუძლიათ კვლავ განაგრძონ აქტიური ცხოვრების რიტმი ჩვენს სპორტულ მოედნებზე, გვაქვს: ჩოგბურთის, მინი ფეხბურთის სტადიონი, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედანი.

– რით ხართ აჭარის რეგიონში არსებული კონკურენტი სასტუმროებისგან გამორჩეულები?

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Dreamland Oasis Chakvi ეს არის პირველი პრემიუმ კლასის დასასვენებელი და საცხოვრებელი კომპლექსი საქართველოში, რომლის უნიკალურობას განაპირობებს ადგილმდებარეობა – შავი ზღვის სანაპიროსა და მთებს შორის მოქცეული რეზორტი, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, გამწვანება, კეთილმოწყობილი ტერიტორია.

– რა მოლოდინები გაქვთ წლევანდელ ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით?

განსაკუთრებულად ვემზადებით ზაფხულისათვის, როგორც აღვნიშნე ბევრი სიურპრიზი, სხვადასხვა ფასდაკლება და ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი მთელი სეზონის მანძილზე, რომლის ერთგვარი დასაწყისი იქნება 11 ივნისს ჩატარებული ღონისძიება და ზუსტად აქ დაიწყება ყველაზე მომაჯადოვებელი ზაფხული „დრიმლენდ ოაზისში“.

– ძირითადად, ვინ არიან თქვენი სტუმრები – ადგილობრივები, თუ უცხოელები და რომელი ქვეყნებიდან?

„დრიმლენდ ოაზისი“ არის პირველი კომპლექსი საქართველოში, რომელმაც სტუმრებს შესთავაზა და შეუქმნა მაქსიმალური კომფორტი, ტერიტორიის შიგნით მიეღოთ ყველა მათთვის სასურველი სერვისი. „დრიმლენდ ოაზისი“ განსხვავებული კონცეფციის დასასვენებელი ადგილია, რომელიც ორიენტირებულია ყველა ტიპის დამსვენებელზე. ჩვენ პირველ რიგში, ქართველ სტუმრებს შევუქმენით და მივეცით ის სერვისი, რომლის მისაღებად წლების განმავლობაში, საზღვარგარეთ არჩევდნენ წასვლას. დღეს, შეგიძლია ოჯახთან ერთად, მშვიდად დაისვენო „დრიმლენდში“.

– ბოლო 2 პანდემიურ წელზეც რომ ვისაუბროთ – რამდენად მძიმე გავლენა ჰქონდა „დრიმლენდ ოაზისზე“ და თუ მოახერხეთ უკვე დანაკარგების აღდგენა?

რა თქმა უნდა, სასტუმრომ თავიდანვე გამოთქვა მზაობა და ჩაერთო კოვიდ-19-თან ბრძოლაში. კერძოდ, სრული მომსახურების პაკეტით უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს საკარანტინო მიზნებისთვის, სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების განსათავსებლად.

ბუნებრივია, როგორც ყველა სასტუმროს, „დრიმლენდ ოაზისსაც“ შეუმცირდა  დატვირთვა, როგორც სასტუმროს, ასევე კვების ობიექტების კუთხით. ამიტომ, ამ მძიმე პერიოდის გადასალახად, შემუშავდა წამახალისებელი აქტივობა ვაქცინირებულებისთვის, ამოქმედდა სხვადასხვა ფასდაკლება, რომ პანდემიის მიუხედავად, მათ მოეხერხებინათ დასვენება ზღაპრულ გარემოში და ჩვენც შეგვძლებოდა, დამსვენებლების დაბრუნება და დანაკარგების აღდგენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები