LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეგრელოში უნიკალური ლოკაციით გამორჩეული ზუგდიდი „პალასის მშენებლობა“ დასასრულს მიუახლოვდა

11
174249206-169269478396621-4917383639946519241-n

სამეგრელოში „ზუგდიდი პალასის“ მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საცხოვრებელი კომპლექსი გამორჩეულია უნიკალური ლოკაციით, ის მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ამავდროულად რეკრეაციული ზონებიდან რამდემინე წუთის სავალზე. აღსანიშნავია, რომ პროექტს ახორციელებს „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ზუგდიდი პალასი“, რომლის გენერალური დირექტორი მიშა გორგილაძე იყო „ბიზნესნიუსის“ სტუმარი.

– ამჟამად, რა ეტაპზეა „ზუგდიდი პალასის“ მშენებლობა?

მშენებლობა, ფაქტობრივად, დასასრულს მიუახლოვდა. ჩვენი პროექტი 10-სართულიანია და ეს 10-ივე სართული უკვე აშენებულია. მიმდინარეობს გადახურვითი სამუშაოები და შენობა-ნაგებობა ჩაბარდება 2021 წლის 15 ივნისისთვის.

– რითია გამორჩეული ეს პროექტი? რა არის მისი უპირატესობები?

კომპლექსი გამორჩეულია მშენებლობისას გამოყენებული მაღალი ხარისხის მასალებითა და სტანდარტებით. არის რეკრეაციულ ზონასთან ძალიან ახლოს. მაგალითად, ფეხით შეგვიძლია ზუსტად 2-3 წუთში მივიდეთ ქალაქ ზუგდიდის უნიკალურ ბულვართან და დავტკბეთ მისი ღირსშესანიშნაობებით.

– რას მოიცავს ეს პროექტი, გარდა საცხოვრებელი ფართებისა?

გარდა ბინებისა, დაგეგმილი გვქონდა, რომ პირველი და მეორე სართული დატვირთული ყოფილიყო კომერციული თვალსაზრისით. შემიძლია აქვე დავაანონსო და გითხრათ, რომ სწორედ ამ ტერიტორიაზე შემოვა საერთაშორისო ბრენდი „დანკინი“, რომელიც წარმოდგენილი იქნება ჩვენს მიმდინარე პროექტში.

– რა მდგომარეობაში ბარდება ბინები და რამდენად წარმატებულად მიმდინარეობს გაყიდვები?

საცხოვრებელი ფართები ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით, ამჟამად, მიმდინარეობს უკვე სადარბაზოების მოპირკეთება. რაც შეეხება გაყიდვებს, ბუნებრივია, პანდემიიამ ყველა ბიზნესსექტორზე ნეგატიურად იმოქმედა, თუმცა, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს ჩვენი ბინების გაყიდვა. საცხოვრებელი ფართების დაახლოებით 65% უკვე გაყიდული გვაქვს.

– მყიდველები ძირითადად ადგილობრივები არიან, თუ საქართველოს სხვა ქალაქების მაცხოვრებლებიც ინტერესდებიან „ზუგდიდი პალასის“ პროექტით?

ბუნებრივია, ადგილობრივი მაცხოვრებელი უფრო მეტია ჩვენი მობინადრე, თუმცა დედაქალაქიდანაც გვყავს რამდენიმე მობინადრე – როგორც თვითონ აცხადებენ, მათ ეს ბინები შეიძინეს სამომავლო საინვესტიციო გეგმებით. მყიდველებს შორის, გვყავს ასევე ემიგრანტებიც.

– თუ იგეგმება მსგავსი პროექტების განხორციელება სხვა რეგიონებშიც?

ცხადია, იგეგმება. ეს „ზუგდიდი პალასისთვის“ პირველი პროექტია და საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღეთ. შემდეგ ნაბიჯებს კი უკვე მოგვიანებით დავაანონსებთ. აქვე გეტყვით იმასაც, რომ 2 დღის წინ გაეშვა აქცია ჩვენს ბინებზე, რომელიც მოიცავს სრულ საყოფაცხოვრებო ტექნიკას „მეგატექნიკასგან“ ან ულიმიტო საწვავს „ვისოლ ჯგუფისაგან“ წლის ბოლომდე. აქცია გაგრძელდება 15 ივნისამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები