სპაკურორტის ტერიტორიაზე სასტუმრო შენდება

თბილისის ბალნეოლოგიურმა სპაკურორტმა რამდენიმე ახალი პროცედურა დაამატა, მათ შორისაა, როგორც გამაჯანსაღებელი, ისე კოსმეტოლოგიური. კომპანია უახლოეს მომავალში სასტუმროსაც გახსნის. სიახლეებზე “ბიზნესნიუსს” თბილისის ბალნეოლოგიური სპაკურორტის კომერციული მენეჯერი სალომე ყვავილაშვილი ესაუბრა.

როგორც ვიცით, ამჯერად გაქვთ სიახლეები პროცედურებთან დაკავშირებით, კონკრეტულად რა დაემატა სპაკურორტს

– თბილისის ბალნეოლგიურმა სპაკურორტმა წელიწადნახევრის განმავლობაში უამრავი ახალი მომსახურება შესთავაზა მომხმარებელს, როგორც კოსმეტოლოგიური, ისე სამედიცინო მიმართულებით

ანუ ეს პროცედურები არაა მხოლოდ სარელაქსაციო, არამედ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. კონკრეტულად რა პროცედურებია

– ჩვენ ვთავაზობთ ძვალ-სახსროვანი სისტემის, ასევე გინეკოლოგიური, უროლოგიური და სხვა ასეთი ტიპის დაავადებებისთვის სამკურნალო პროცედურებს.

საკმაოდ მრავალფეროვანია, როგორც ჩანს, ჩამონათვალი. ამ მიმართულების გარდა, საინტერესოა კიდევ ერთი ინფორმაცია, რაც მე მაქვს, ეს არის ვორქშოპი ორსულებისთვის, რა ტიპის შეხვედრაზეა საუბარი

– ეს ვორქშოპები თვეში ერთხელ იქნება. ეს ამერიკული სტანდარტია და პირველად ჩვენ შემოგვაქვს. ჩამოდიან ამერიკელი ბებიაქალები, რომლებიც სხვადასხვა სახის ვარჯიშს აჩვენებენ ორსულებს, აუცილებლად უნდა მოვიდნენ პარტნიორთან ერთად. ეს ისეთი პროცედურებია, აუცილებელია პარტნიორი. ვორქოშოპის ხანგრძლივობა 2-დან 3 საათამდე იქნება.

მე ასევე მაქვს ინფომაცია, რომ თბილისის ბალნეოლოგიურ სპაკურორტს აქვს კოსმეტოლოგიური პროცედურები, რა სერვისს სთავაზობთ ამ კუთხით მომხმარებელს 

– კოსმეტოლოგიური მიმართულებით დავამატეთ ინექციური და არაინექციური პროცედურები. ტუჩის მოცულობის გაზრდა, სახის პილინგი, ვმუშაობთ საუკეთესო პროდუქციით, ძირითადად, ფრანგული და შვეიცარიული პროდუქტებია. რაც ყველაზე პრიორიტეტულია, არაჩვეულებრივი სპეციალისტები გვყავს, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობენ. უკვე ბევრი კმაყოფილი მომხარებელი გვყავს.

– გაქვთ თუ არა საგაზაფხულო სიახლეები

– ამ ეტაპზე გვაქვს არაერთი სიახლე. ჩვენ ძირითადად, იუვედერმის, ქსეომინის და ევროპულ პროდუქციაზე ვმუშაობთ. ასევე დავნერგეთ ბალნეოპროცედურები, ტალახის და პარაფინის აპლიკაციები. ეს ადრეც იყო, მაგრამ ახლა აღვადგინეთ. ტალახის აპლიკაციები , ძირითადად, სამკურნალო იყო, მაგრამ ასევე არაჩვეულებრივია ანტიცელულიტური მიმართულებით, გასამკვრივებლად და წონის კორექციისთვის. ამასთან ვიყენებთ ცხელი ქვების პროცედურებსაც.

– გამოხმაურება როგორი აქვს, რამდენად დიდია ინტერესი მომხმარებლის მხრიდან

– საკმაოდ დიდი გამოხმაურება აქვს, რადგან პაციენტიც და მომხარებელიც პირველივე პროცედურიდან გრძნობს ცვლილებას. ძალიან კარგია ეს კანისთვის, სისხლის მიმოქცევისთის. პროცედურა დაახლოებით 25 წუთი გრძელდება და ეფექტს მაშინვე გრძნობს პაციენტი.

კონსულტაციებს რაც შეეხება, პროცედურებამდე თუ აძლევთ გარკვეულ რჩევებს 

– კონსულტაციები ჩვენს ბალნეოთერაპევტებთან უნდა გაიარონ. ჩვენი მიმართულება სამედიცინოა, ძალიან ეფექტიანია ეს პროცედურები, მაგრამ ნებისმიერის წინ უნდა მოხდეს გამოკვლევა და კონსულტაცია.

საუბრის ბოლოს, რამდენად აპირებთ ასეთი ტიპის სიახლეების შეთავაზებას უახლოეს მომავალში

– გეგმები ბევრი გვაქვს. წელიწადნახევარში დასრულდება 4 ვარსკვლავიანი 130 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა თვითონ ბალნელოგიურ კურორტში, ჩვენი გუნდი პროფესიონალიზმით გამოირჩევა, ისინი მონაწილეობას სხვადასხვა სახის კონფერენციებში მონაწილეობენ, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ამიტომ სიახლეებს მუდმივად ვთავაზობთ მომხმარებელს.