მალე, შესაძლოა ჰოლივუდურ სამყაროში ყველაზე პომპეზური საქორწინო ცერემონიალის მომსწრენი გავხდეთ. ზაფხულში, ვიქტორია და დევიდ ბექჰემების უფროსი ვაჟი, ბრუკლინ ბექჰემი მილიარდერ, ნიკოლა პელტციზე დაინიშნა.
ახალგაზრდა წყვილი პაპარაცების ობიექტივში იშვიათად ხვდება, ამიტომ, მათი გამოჭერა ნამდვილ მოვლენად იქცევა ხოლმე. ახლახანს, შეყვარებულები მანჰეტენზე დააფიქსირეს. ორივეს ვირუსისგან დამცავი პირბადე ეკეთა. ბრუკლინს „გუჩის“ ცისფერი ჰუდი ეცვა, ხოლო ნიკოლა შავ ზედასა და შარვალში იყო გამოწყობილი.


სულ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ 21 წლის ბრუკლინი და 25 წლის ნიკოლა სამეფო ოჯახის წარმომადგენლებთან, პრინც ჰარისთან და მეგან მარკლთან მეგობრობენ, ამიტომ, ქორწილის თარიღს მათ უთანხმებენ.
ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელტცი ქორწილის თარიღს პრინც ჰარისა და მეგან მარკლს უთანხმებენ
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გაიმართება ცერემონია, თუმცა ინსაიდერები ამბობენ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და პომპეზური ქორწილი მსოფლიო ისტორიაში