დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების 25 წლის იუბილეს ზეიმობენ. ვერცხლის ქორწილის აღსანიშნავად წყვილი სარდინიაზე გაემგზავრა, ისინი იახტაზე ატარებდნენ დროს.
დევიდი მწვანე საცურაო კოსტიუმით იწონებდა თავს, ვიქტორიას კი თეთრი კაბა და დიდი ზომის ქუდი ამშვენებდა.
მათთან ერთად პაპარაცებმა მათი ვაჟი, 21 წლის რომეოც დააფიქსირეს, რომელიც, სხვათა შორის, შეყვარებულს, მია რიგანს რამდენიმე წლიანი ურთიერთობის შემდეგ სულ ცოტა ხნის დაშორდა.