შარლიზ ტერონის უფროსი „ქალიშვილი“ 9 წლის გახდა. იუბილეს აღსანიშნავად მსახიობმა ოჯახური ვახშამი მოაწყო და სუშის რესტორანს ეწვია. ვარსკვლავი მაშინ გადაიღეს, როდესაც აივანზე იყო გამოსული, მას კრემისფერი ზედა და ჯინსის შარვალი ეცვა. აღსანიშნავია, რომ იუბილარი ჯექსონი კვლავ გოგოს ტანისამოსში იყო გამოწყობილი. ინტერნეტსივრცეში კვლავ ბიჭის ტრანსგენდერობის საკითხს განიხილავენ.
ფოტო: „შეხედეთ, ბიჭს ისევ კაბა აცვია“ - შარლიზ ტერონის ოჯახური ვოიაჟი
ცნობილი ფაქტია, რომ შარლიზ ტერონი თავის შვილს რახანია უფლებას აძლევს, გოგოს ტანისამოსი ჩაიცვას,
„მას კვლავ გოგოს ტანსაცმელი აცვია“, „რატომ ექცევა ასე?“, – წერენ კომენტარებში.
„ორი ქალიშვილი მყავს, რომლებსაც ყოველთვის დავიცავ, ისინი ისეთები არიან, როგორებიც უნდა იყვნენ და თავად აირჩევენ, თუ ვინ იქნებიან“– განაცხადა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ტერონმა ჯექსონი 2012 წელს იშვილა მეორე ქალიშვილი კი 2015 წელს.
„ისინი ისეთები არიან, როგორებიც უნდა იყვნენ“ – შარლიზ ტერონის ვაჟს ისევ კაბა აცვია (ფოტო)


