LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: რომანი დადასტურდა, რიანა და ASAP Rocky პაპარაცებმა ბარბადოსში გამოიჭირეს

299
page

32 წლის ბარბადოსელ ლამაზმანს, რიანას  უამრავი რომანი ჰქონდა. მათ  შორის ყველაზე გამორჩეული კრის ბრაუნთან საკმაოდ სერიოზული ურთიერთობა იყო, რომელიც სკანდალით  დასრულდა, ბრაუნი რიანას ფიზიკურ შეურაცხყოფას ხშირად აყენებდა. შემდეგ იყო რომანი არაბეთის  მილიარდერ პრინცთან, ჰასან ჯამილთან, რომელთანაც რირიმ  ურთიერთობა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ  გაწყვიტა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ის რეპერ ASAP Rock-ს ხვდება.

თავდაპირველად პაპარაცებმა ისინი ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში შენიშნეს. ახლა კი წყვილი ბარბადოსში ხელიხელჩაკიდებულები დააფიქსირეს. თუმცა, მათ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. აღსანიშნავია, რომ წყვილი ერმანეთს 2017 წელს უკვე ხვდებოდა. პირველად კი რეპერი რიანას გვერდით სცენაზე 2013 წელს გამართულ ტურნეში, Diamonds გამოჩნდა. ცოტა ხნის წინ A$AP Rocky-მ რიანას კოსმეტიკის ხაზის, Fenty Beauty რეკლამაშიც მიიღო მონაწილობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები