LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: შეტლანდიის კუნძულებმა ვიკინგების ფესტივალს უმასპინძლეს

124
170e0810-fbc5-11f0-916f-2db82aa34170

შოტლანდიის ჩრდილოეთით მდებარე შეტლანდის კუნძულებზე,  ვიკინგების მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი ტრადიციული ფესტივალი Up Helly Aa გაიმართა, რომლის სახელწოდება თავისუფალ თარგმანში „ცეცხლით შემოსილს“ ნიშნავს. ამის შესახებ BBC წერს.

ღონისძიება ყოველწლიურად ქალაქ ლერუიკში ტარდება და სკანდინავიური ვიკინგების ისტორიულ გავლენას ეძღვნება. ფესტივალის მთავარი სანახაობა კულმინაციურ მომენტში ვითარდება – დაახლოებით ათასი კოსტიუმირებული მონაწილე ანთებულ ჩირაღდნებს უგდებს ვიკინგურ გემს, რის შემდეგაც ეს გემი ანუ დრაკარი ცეცხლში ეხვევა.

Up Helly Aa თანამედროვე სახით პირველად 1881 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ფესტივალი მასშტაბურ სახალხო დღესასწაულად იქცა. ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ ქალაქში იმართება ხმაურიანი წვეულებები, სადაც ტრადიციული შეტლანდიური ცეკვები და უხვი სუფრა განსაკუთრებულ როლს თამაშობს. აღსანიშნავია, რომ ქალებსა და გოგონებს ფესტივალში სრულფასოვანი მონაწილეობის უფლება მხოლოდ 2023 წლიდან მიეცათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები