მსოფლიო შობის დღესასწაულს ზეიმობს. საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება კი სელებრითებისკენაა მიმართული. მათგან განსაკუთრებული, ცხადია, ბექჰემების დიდი ოჯახია. დევიდმა და ვიქტორიამ იმედი გამომწერებს არც წელს გაუცრუეს და „ინსტაგრამზე“ ნამდვილი ზეიმი მოაწყვეს.
ვიქტორიამ „ინსტაგრამზე“ მეუღლესთან გადაღებული ფოტოები გაავრცელა. ერთ-ერთ მათგანში წყვილი სადღესასწაულოდ გამოწყობილები კიბეებზე პოზირებენ, მეორეში კი მათ ერთნაირი, ზოლიანი სამოსი აცვიათ.
განსაკუთრებულად დიდი მოწონება დაიმსახურა დევიდის ვიდეომ, რომელშიც ის სანტასთან ერთად მღერის. ერთი სიტყვით ბექჰემების ოჯახში საოცრად სადღესასწაულო განწყობა სუფევს.
ფოტო/ვიდეო: მისტერ და მისის ბექჰემები სამეფო ბანკეტზე კატარში
„სიყვარული ვენახში“ – ბექჰემები მოგზაურობიდან უთბილეს ოჯახურ ფოტოებს გვიზიარებენ