ნიუ-იორკში გამართული ფილმის, „ფორმულა 1“- ის პრემიერის შემდეგ, ბრედ პიტი თავის რჩეულთან, ინეს დე რამონთან ერთად ლონდონში ჩაფრინდა და ფილმის ევროპულ პრემიერა დაესწრო.
ვიდეო: „როგორ ზრუნავს ბრედზე“ – ბრედ პიტისა და ინეს დე რამონის მორიგი გაკაშკაშება წითელ ხალიჩაზე
აღნიშნული პრემიერა განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი და ემოციური გამოდგა. წითელ ხალიჩაზე ბრედს თავისი კოლეგა და მეგობარი, ტომ კრუზი შეუერთდა. მათმა შეხვედრამ დიდი აღმაფრენით ჩაიარა.
მსახიობები ერთმანეთს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ეხუტებოდნენ, ბევრს იცინოდნენ და საბოლოოდ, კინემატოგრაფიულ არქივს უამრავი გამორჩეული ფოტო/ვიდეო მასალა შემორჩა.
„შეხედეთ მის ფეხსაცმელს… წლის უგემოვნო ლუქი“ – ბრეტ პიტის შეყვარებული კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვია
ცნობისთვის, ბრედ პიტსა და ტომ კუზს ნილ ჯორდანის საკულტო ფილმი, „ინტერვიუ ვამპირთან“ აერთიანებთ, რომელიც 1994 წელს გამოვიდა და „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინანტი გახდა.













