ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელტცი ოჯახური სკანდალის ფონზე, ლონდონში ფარულად გადაფრინდნენ და Moncler-ის სარეკლამო კამპანიაში მიიღეს მონაწილეობა. წყაროს ცნობით, მათ ოჯახი არ მოინახულეს, მიუხედავად იმისა, რომ გადაღებები ბექჰემების „ჰოლანდ პარკის“ სახლიდან სულ რაღაც 2 კილომეტრში მიმდინარეობდა.
მედიაში წერენ, რომ აღნიშნული ფოტოების ხილვა დევიდ და ვიქტორია ბექჰემებს გულს საოცრად ატკენს.
რაც შეეხება ფოტოსესიას, წყვილმა საშემოდგომო კოლექცია მოირგო და ფოტოობიექტივის წინაშე ბედნიერები პოზირებდნენ.
„ბრუკლინ ბექჰემი ნიკოლა პელტცით შეპყრობილია“ – ბექჰემების უფროსი ვაჟი პოსტს ავრცელებს





