LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადავიტანთ როგორმე… როცა ქვეყანაზეა საუბარი, მეც, ჩემი ოჯახის წევრები, ყველაფერს გავუძლებთ…“ – კალაძე ოჯახის წევრების შესაძლო სანქცირებაზე

169
კახა კალაძე

„ქვეყანას დასანქცირების საფრთხე არ ემუქრება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა დღეს ჟურნალისტებს.

კითხვაზე, რომ ეს სანქციები ლიდერების ოჯახის წევრებზეც გათვალისწინებულია, კალაძე პასუხობს, რომ ამას „როგორმე გადაიტანენ“.

„გადავიტანთ როგორმე, გადავიტანთ. ისეთი რთული პერიოდი გამოვიარეთ, როგორიც იყო მაგალითად, პანდემია, როდესაც ყველანაირი გადაადგილება შეზღუდული გვქონდა, ყველაფერს გავუძლებთ. როცა ქვეყანაზეა საუბარი, მეც, ჩემი ოჯახის წევრები, თანამდებობის პირები ყველაფერს გავუძლებთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის განვითარება, მშვიდობის შენარჩუნება და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში ის პროცესები მოხდეს, რაც სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება.

კალაძე სანქციებზე: არ მაქვს ამის პრობლემა, პირდაპირ გეტყვით, როდესაც ქვეყნის ინტერესი დგას პირველ ფლანგზე, საკუთარი თავი აქ ნაკლებად საინტერესოა – საქართველო არასდროს იქნება ვინმეს კოლონია

ქვეყანას დასანქცირების საფრთხე არ ემუქრება. მე იმედი მაქვს, ჩვენ არ მივალთ ამ დონემდე, მოხდება ურთიერთობების გახედვა, გადატვირთვა და ყველაფერი იქნება ისე, როგორც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, როგორც სჭირდება ჩვენი ქვეყნის მომავალს. არ ინერვიულოთ, ყველაფერი იქნება მაგრად“, – განაცხადა კალაძემ.

მისი განცხადებითვე, პარტნიორი ქვეყნებისგან ჩვენი სახელმწიფოს საქმეებში ჩარევა ურთიერთობებისთვის მძიმე და დამაზიანებელია.

„საერთოდ ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რატომ უნდა იყოს სანქციები დაწესებული, რის გამო, აი, ახსნას ვინმემ, რის გამო? უფრო ძლიერები არიან, უფრო დიდი სახელმწიფოა და დაგვჩაგრონ? დაჩაგრონ სახელმწიფო, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იქცეოდნენ? კი ბატონო, გააკეთონ, ამით უკან დაგვახევინებენ და ქვეყანას დავთმობთ? ვინმეს ასე წარმოუდგენია? და მეორე ფრონტი გაჩნდება ქვეყანაში?“ – აცხადებს თბილისის მერი.

„ეს არის აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერის მორიგი ნაბიჯი.. ბევრი უთმინეს, ბევრი რამ სცადეს და ბოლოს მივიდნენ იქ, საიდანაც უკან შემობრუნების გზა ივანიშვილს და მის რეჟიმს არ აქვს“ – ოპოზიცია აშშ-ის მიერ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადებას აფასებს

ვრცლად უმრავლესობის დეპუტატების გამოხმაურებები შესაძლო სანქცირებაზე:

გურამ მაჭარაშვილი: „მაინტერესებს, როგორ აპირებს ეს ხალხი პარტნიორულ ურთიერთობას, ასეთი მუქარების შემდგომ? მეტი არაფერი დარჩათ გარდა იმისა, რომ საქართველოს რაკეტა მოუშვირონ“

„ქვეყნის დამოუკიდებლობა არანაირ ვიზაზე არ იყიდება. ამისთვის ვიზაზე უარი კი არა, სიკვდილზე წავსულვართ ქართველები, რომლებიც, როგორც ჩანს, ვერა და ვერ გაგვიცნეს!“- მამუკა მდინარაძე

ალუდა ღუდუშაური სანქციებზე: „სელფებს ყაზბეგში გადავიღებ“

„რაც იქნება, ის იქნება, შიში რას ნიშნავს, რისი უნდა შემეშინდეს.. ისწავლეს ჩემმა შვილებმა უკვე საქართველოში“ – ირაკლი მეძმარიაშვილი

ირმა ზავრადაშვილი: „ერთ სანქციებს როგორმე ჩვენც ავიტანთ, მზად ვართ ყველანაირი სანქციებისთვის, მეც და ჩემი ოჯახიც“

ვიდეო: „რატო არა ვარ მზად?.. მე საერთოდ საქართველოში ვისვენებ ყოველთვის“ – გრეტა წიწავას პასუხი კითხვაზე, არის თუ არა მზად სანქციებისთვის

დავით კაჭარავა: „მთელ მსოფლიოში წარმოუდგენელი რაღაც ხდება… ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ასეთ მკვეთრ ქირურგიულ ჩარევებს არ მივიღებთ – კანონი მიღებულია, ვეტოს დავძლევთ“

ხუნდაძე შესაძლო სანქცირებაზე: „ეს პასუხი მექნება – არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა“

„თუკი მე, ხუთი შვილის მამას ჩემს ქვეყანაში ღირსეულად გადაადგილება, ოჯახის სიწმინდის დაცვა და მრავალსაუკუნოვანი ქართული ტრადიციების დაცვა რომელიმე ქვეყანაში არწასვლის ფასად უნდა დამიჯდეს, შემირცხვენია ის ქვეყანა და იმ ქვეყნის პოლიტიკოსი, რომელმაც ამ დილემის წინაშე დამაყენა“ – ლევან მგალობლიშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g