LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებული Mercedes-Benz S-Class  V8 ძრავს მიიღებს

110
1428x1428 (5)

განახლებული Mercedes-Benz S Class ბაზარზე სამ ჰიბრიდულ ძრავიან ვერსიასთან ერთად გამოვა და სტანდარტულად აღიჭურვება ცხრა საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითა და სრულამძრავიანი სისტემით. გარდა ამისა, მოდელზე პირველად გამოჩნდება iDamping სისტემა და ახალი V8 ძრავი. ამის შესახებ წერს გამოცემა Car&Driver, რომლის ჟურნალისტებს სედანის პროტოტიპის გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ. გამოცემის ინფორმაციით, განახლებული მოდელის ოფიციალური პრემიერა იანვრის ბოლოს გაიმართება.

გაყიდვების დაწყების მომენტში S Class-ის საბაზისო ვერსია იქნება მსუბუქი ჰიბრიდი S500, რომელსაც 3.0 ლიტრიანი რიგითი ექვსცილინდრიანი ძრავი ექნება. მისი სიმძლავრე 367-დან 449 ცხენის ძალამდე გაიზარდა (600 ნმ). S580e ვერსიაში ამავე „ექვსიანს“ დამატებით დაუმატებენ 163 ცხენის ძალიან ელექტროძრავს (ადრე – 150 ც.ძ.), რის შედეგადაც საერთო სიმძლავრე 585 ცხენის ძალას მიაღწევს.

AMG ვერსიებს შორის ფლაგმანად კი ჩაითვლება S580, რომელსაც ელექტროძრავი არ ექნება, თუმცა აღიჭურვება სრულიად ახალი 4.0 ლიტრიანი V8 ძრავით M177 ინდექსით.  აგრეგატის სიმძლავრე 537 ცხენის ძალა და 750 ნმ იქნება, ხოლო სედანი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას დაახლოებით 4 წამში შეძლებს. წინასწარი ინფორმაციით, ევროპულ ბაზარზე ეს აგრეგატი შესაძლოა მოქმედი V12-ის ოფიციალურ შემცვლელად ჩაითვალოს; სავარაუდოდ, ჰიბრიდული სისტემის შემადგენლობაში.

სხვა ინოვაციებს შორის გამოცემა აღნიშნავს iDamping სისტემას – ინტელექტუალურ დაკიდებას, რომლის წყალობით თითოეული ავტომობილი გზის საფარის უსწორმასწორობების მონაცემებს დააგროვებს. ბორტული ელექტრონიკის მიერ მიღებული ინფორმაცია კონკრეტული მონაკვეთის შესახებ ბაზაში გადაიგზავნება, რათა სხვა S Class-ებმაც შეძლონ მისი გამოყენება.

გარეგნული ცვლილებები საკმაოდ თავშეკავებული იქნება. Mercedes-Benz S Class მიიღებს სამქიმიანი მოტივების მქონე ახალ ოპტიკას CLA-ს სტილში, განახლებულ რადიატორის ცხაურს და ოდნავ შეცვლილ ბამპერებს.

ინტერიერის განახლებებზე დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. თუმცა დეკემბერში პაპარაცების წყალობით ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი მთავარი სიახლე იქნება უზარმაზარი კორპორატიული Hyperscreen დისპლეის დაყენება, რომელიც ამჟამინდელ ვერტიკალურ ეკრანს ჩაანაცვლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები