LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანელმა Covid-19-ის აცრა 90-ჯერ გაიკეთა, რათა მწვანე პასპორტები გაეყიდა

45
1000

გერმანიის მკვიდრი რამდენიმე თვის განმავლობაში თითქმის 90-ჯერ აიცრა, რათა მიღებული სერტიფიკატები მოგვიანებით გაეყიდა. თაღლითი პოლიციამ უკვე დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Associated Press ავრცელებს.

მაგდებურგში მცხოვრები 60 წლის მამაკაცი რამდენიმე თვის განმავლობაში ვაქცინაციის სხვადასხვა ცენტრებს აკითხავდა და Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრას იკეთებდა. ერთ დღესაც გერმანელს რაღაც აერია და ასაცრელად ერთსა და იმავე ადგილას მივიდა, თანაც მხოლოდ ერთი დღის შუალედით. პოლიციამ ის სწორედ ამ დროს დააკავა.

სამართალდამცავებმა თაღლითს აცრის რამდენიმე ბლანკი უპოვეს. როგორც ჩანს, ასაცრელად ის ყოველ ჯერზე ახალ-ახალი დოკუმენტით მიდიოდა. შემდეგ კი ამ სერტიფიკატებს სავარაუდოდ, ანტივაქსერები ყიდულობდნენ. გამოძიება გრძელდება და საქმის დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები