LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში გზის მშენებლობა ზაზუნას გამო გადადეს

55

ბავარიაში გზის მშენებლობა ზაზუნას გამო გადადეს. აუერბახის დასახლებაში მშენებლებს საგზაო სამუშაოების დაკონსერვება მოუხდათ. მიზეზი კი ზაზუნა გახდა, რომელმა ზამთრის ბინის მოწყობა პირდაპირ მშენებლობის ტერიტორიაზე მოინდომა. ზაზუნას ასეთი დიდი პატივი მხოლოდ იმიტომ მიაგეს, რომ ის გადაშენების პირასაა და განსაკუთრებული დაცვის ქვეშ იმყოფება. მშენებლობა, რომელიც შემოდგომაზე იყო დაგეგმილი აპრილში, ან მაისში დაიწყება, როდესაც ზაზუნა გაიღვიძებს.

მიუხედავად იმისა, რომ ზაზუნაზე ნადირობა აკრძალულია, ფაქტის აღკვეთა ბოლომდე ვერ ხდება. ზაზუნები დაცვის ქვეშ არიან და ზიანის მიყენება სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები