LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში საახალწლო ნაძვის ხეების გაქირავება დაიწყეს

118
irina-iriser

გერმანიის ზოგიერთ ფედერალურ მიწაზე საახალწლო ნაძვის ხის შეძენა სავალდებულო აღარ არის – ახლა მისი დაქირავება შეიძლება. ამისთვის ხეებს არ ჭრიან: ნაძვები და ფიჭვები სპეციალურად ქოთნებშია დარგული.

კომპანიის ინფორმაციით, რომელიც ამ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს, ერთი და იმავე ნაძვის ხე დამქირავებლებს მინიმუმ სამი წლის განმავლობაში გაუხარებს თვალს. თუმცა, მცენარეს რეგულარული „დასვენება“ სჭირდება, ამიტომ ყოველი ქირაობის შემდეგ არანაკლებ ორწლიანი პაუზა უნდა იყოს.

ქირით გასაცემი ნაძვები თავიდანვე ქოთნებში იზრდება – ისინი არც მიწიდან ამოუღიათ და არც გადაურგავთ, რაც მათ გამძლეობას ზრდის. მომწოდებლებმა საკუთარ სანერგეებში შეიმუშავეს სპეციალური ტექნოლოგია, რომელიც ჯანსაღი ფესვთა სისტემის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს და საშუალებას აძლევს მცენარეს რამდენიმე წელი იცოცხლოს.

მხოლოდ გერმანიაში ყოველწლიურად დღესასწაულების წინ დაახლოებით 27 მილიონი ნაძვის ხე იყიდება – მათი უმეტესობა იჭრება. ქირით გამცემი კომპანია შეგვახსენებს, რომ ერთი ჰექტარი ტყე წელიწადში დაახლოებით 10 ტონა ნახშირორჟანგს შთანთქავს და 1350 კილოგრამამდე ჟანგბადს გამოიმუშავებს.

ევროპის ბევრი ქვეყანა ცდილობს, საახალწლო პერიოდში ნაძვების ჭრა მინიმუმამდე შეამციროს. მაგალითად, მალტაზე ერთ-ერთ სოფელში უზარმაზარი ნაძვის ხე მინის ბოთლებისგან ააწყვეს, ხოლო რუმინეთში – ტყეში შეგროვებული ტოტების.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები