LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიმი, მუქი ფერის ლინზები, ყალბი წვერი და ხელოვნური მუცელი – გადაცმული ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის სანახავად მივიდა? – ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

11061
page

სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, რომელიც ანჯელინა ჯოლის ახალი ფილმის, Couture ტორონტოს პრემიერაზეა გადაღებული. კადრებში ჩანს უცნობი მამაკაცი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტმომხმარებლებს ბრედ პიტი გაახსენა.

ვიდეოში აღბეჭდილია, თუ როგორ შედის მამაკაცი შენობაში, სადაც ჯოლი ჟურნალისტებთან საუბრობს და მას თვალს ვერ წყვეტს.

მედიაში უკვე მრავალი თეორია გაჩნდა. ზოგიერთი თვლის, რომ ბრედ პიტი გრიმით, მუქი ფერის ლინზებით, ყალბი წვერითა და ხელოვნური მუცლით ცდილობდა, ყოფილი მეუღლის ნახვას და ინტერვიუს შემდეგ მასთან კომუნიკაციას.

გავრცელდა კიდევ ერთი საინტერესო შედარებაც, ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ სვამს უცნობი მამაკაცი სასმელს ზუსტად იგივე მანერით, როგორც ამას პიტი აკეთებს. იდენტურმა ჟესტიკულაციამ კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვები.

„გრიმი, მუქი ფერის ლინზებით, ყალბი წვერით და ხელოვნური მუცელი“, „ახლოდან ნახვა მოუნდა“, „ეს იმიტომ გააკეთა რომ ჟურნალისტებმა არ დაინახონ მათი შეხვედრა“, „ეს თუ მართლაც ბრედ პიტია, იმას ნიშნავს, რომ ბრანჯელინა ბრუნდება“, „კარგად დააკვირდით მის ჟესტიკულაციას, აშკარად ბრედ პიტია“, – არ წყდება კომენტარები

„მე ის ძალიან მიყვარდა და ამ სიყვარულს არ ვნანობ“ – ბრედ პიტის სკანდალური აღიარება და უახლესი ინტერვიუ

ანჯელინა ჯოლის დაბადების დღე, შვილების ინიციალები და საიდუმლო სიმბოლოები – ბრედ პიტის ტატუების საიდუმლო ამოხსნილია

ფოტო: ნახეთ „ბრანჯელინას“ სასიყვარულო ბუდე, სადაც პლანეტის ყველაზე ლამაზი წყვილი საოცრად ბედნიერი იყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები