LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვარების დასახელების გარეშე როდესაც წესდება სავიზო შეზღუდვები, მას შეიძლება, ერთადერთი ეფექტი ჰქონდეს, ეს არის შეურაცხყოფის მიყენება სხვა სახელმწიფოსთვის… რაც შეეხება თვითონ ამ გადაწყვეტილების პრაქტიკულ დატვირთვას – არის რეალურად ნულოვანი“ – ირაკლი კობახიძე

149
ირაკლი კობახიძე

„სავიზო შეზღუდვები როდესაც გვარების დასახელების გარეშე წესდება, მას შეიძლება, ერთადერთი ეფექტი ჰქონდეს, ეს არის შეურაცხყოფის მიყენება სხვა სახელმწიფოსთვის“ – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძემ აღნიშნა, რომ რეალურად, ეს სავიზო შეზღუდვები დაწესდა გვარების გასაჯაროების გარეშე. პრემიერის განცხადებით, დღემდე არცერთ დეპუტატს არ მისვლია შეტყობინება სავიზო შეზღუდვის დაწესების თაობაზე:

„კონკრეტული სახელების თქმა არ შემიძლია, სავიზო შეზღუდვები ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია“ – მეთიუ მილერი

„აშშ-მა დააწესა ე.წ. სავიზო შეზღუდვები. თვითონ არ უწოდებენ ამას სანქციებს. რეალურად, ეს სავიზო შეზღუდვები დაწესდა გვარების გასაჯაროების გარეშე. უფრო მეტიც, ჩვენ გადავამოწმეთ და დღემდე არცერთ დეპუტატს არ მისვლია შეტყობინება სავიზო შეზღუდვის დაწესების თაობაზე.

აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ის აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა ოპოზიციაში, არის აბსოლუტურად გადაჭარბებული. თვითონ ის გადაწყვეტილებაც, რაც გახმოვანდა, არის შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისთვის. ასე არ შეიძლება, ელაპარაკებოდე პარტნიორ ქვეყანას, მაგრამ რაც შეეხება თვითონ ამ გადაწყვეტილების პრაქტიკულ დატვირთვას, პრაქტიკული დატვირთვა არის რეალურად ნულოვანი.

„ქმედებები, რომლებსაც დამატებით ვამზადებთ, მაინცდამაინც სავიზო შეზღუდვებთან არ იქნება დაკავშირებული“ – მეთიუ მილერი

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გვარების დასახელების გარეშე როდესაც წესდება სავიზო შეზღუდვები, მას შეიძლება, ერთადერთი ეფექტი ჰქონდეს, ეს არის შეურაცხყოფის მიყენება სხვა სახელმწიფოსთვის. ეს არ შეესაბამება პარტნიორულ სულისკვეთებას, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჩვენი მხრიდან, რათა მომავალში პარტნიორული ურთიერთობები გამყარდეს. ეს არის ჩვენი სურვილი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„მთავარი გამარჯვება გველის წინ, 26 ოქტომბერს!“ – ოპოზიციის გამოხმაურებები აშშ-ის მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებზე

„ამ ყველაფერში რაიმე „პოზიტიური“ თუ უნდა დავინახოთ, ის არის, რომ ოპოზიციას 2 დღით გაუხანგრძლივდა პოლიტიკური სიცოცხლე“ – ნინო წილოსანი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g