2021 წელი ყველასათვის მოულოდნელი რომანით დაიწყო. 26 წლის ჰარი სტაილსმა და 36 წლის ოლივია უაილდმა სასიყვარულო ურთიერთობა დაადასტურეს. ცნობისთვის, ისინი ფილმში „არ იღელვო ძვირფასო“(Don’t Worry Darling) მონაწილეობენ. ოლივია მეუღლეს, ჯეისონ სუდეიკისს უკვე გაშორდა. ცნობისთვის წყვილი ორ ვაჟს ზრდის.
ფოტო: „ყველაზე ცხელი ჰოლივუდური წყვილი“ – ჰარი სტაილსმა და ოლივია უაილდმა რომანი დაადასტურეს
წყვილი პაპარაცების ობიექტივში კარგა ხანია არ მოხვედრილა. ახლახანს გამოცემა The Mirror-მა ფოტო გაავრცელა, სადაც ოლივია და ჰარი ლონდონის პაბში მეგობრებთან ერთად არიან დაფიქსირებულები. წყვილი საოცრად ბედნიერად გამოიყურება.
ცნობისთვის, ჰარის ინგლისის დედაქალაქში 2 მილიონი ფუნტის ღირებულების სახლი აქვს.