LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარი სტაილსისა და ოლივია უაილდის რომანის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

332
page

2021 წელი ყველასათვის მოულოდნელი რომანით დაიწყო. 26 წლის ჰარი სტაილსმა და 36 წლის ოლივია უაილდმა სასიყვარულო უღთიერთობა  დაადასტურეს. ცნობისთვის, ისინი ფილმში „არ იღელვო ძვირფასო“(Don’t Worry Darling) მონაწილეობენ.

ფოტო: „ყველაზე ცხელი ჰოლივუდური წყვილი“ – ჰარი სტაილსმა და ოლივია უაილდმა რომანი დაადასტურეს

ახლახანს მათი რომანის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ინსაიდერის განცხადებით, ჰარიმ და ოლოვიამ მას შემდეგ დაიწყეს შეხვედრა, რაც ოლივია ჯეისონ სუდეიკისსთან განქორწინდა და ეს ახალი ამბავი სულაც არ არის.

„ოლივია მეუღლეს ერთი წლის წინ დაშორდა, ჰარიმ კი ამავე პერიოდში გააუქმა ნიშნობა, ასე რომ მათი კავშირი მოულოდნელი სულაც არ ყოფილა“, – აცხადებს ინსიდერი.

დასავლური მედიის ცნობით კი ოლივიასა და მისი მეუღლის განქორწინების მიზეზი ჰარისთან სასიყვარულო მიწერმოწერა გახდა.

შეგახსენებთ, ოლივიას წინა ქორწინებიდან 4 და 6 წლის შვილები ჰყავს. ის მეუღლეს, მსახიობ ჯეისონ სუდეიკისს 2020 წელს გაშორდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები