LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai-ის დიზაინერმა პირობა დადო, რომ „მოსაწყენ” ავტომობილებს აღარ შექმნის

120

Hyundai-ის დიზაინერმა ლუკ დონკერვოლკემ კორეული მწარმოებლის მიდგომას, რაც მთელი სამოდელო რიგისთვის ერთიანი სტილისტიკის გამოყენებას გულისხმობს, „მოსაწყენი“ უწოდა. გამოცემა Motoring-თან ინტერვიუში ტოპ-მენეჯერმა განაცხადა, რომ დღევანდელ ავტომობილებს ინდივიდუალურობა აკლიათ და მზად არის ეს გამოასწოროს.

დონკერვოლკეს თქმით, მომავალში მისი გუნდი ისეთ ავტომობილებს შექმნის, რომელთა დიზაინიც სეგმენტის სპეციფიკის გათვალისწინებით იქნება წარმოდგენილი. Hyundai-ის პირველი მოდელები, რომლებიც სტილთან სრულიად განსხვავებულ მიდგომას განასახირებენ, წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში გამოჩნდებიან.

რაც შეეხება ბრენდს Genesis, რომელიც Hyundai-ის საკუთრებაა, დიზაინის ევოლუცია აქ უფრო თავშეკავებული იქნება. მას საფუძვლად ის იდეები დაედება, რაც კონცეპტუალურ ელექტროკუპე Essentia-შია ჩადებული.

პრემიალური მარკის დიზაინ კონცეფციას დონკერვოლკე აღწერს როგორც „სიცარიელის სილამაზე“, ან თეთრი სივრცის სილამაზე. ასეთი მიდგომა სიმშვიდესთან უნდა ასოცირდებოდეს.

ლუკ დონკერვოლკე Hyundai-ის შეფ–დიზაინერი 2016 წელს გახდა. მანამდე ის Bentley-ში, Audi-ში, Seat-სა და Lamborghini-ში მუშაობდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები