LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ია ნინიძე თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ სიყვარულზე: „ლადოს ვერავინ შეედრება ვერც სიტყვით, ვერც საქციელით. ის იყო ყველაფერში ნამდვილი ქართველი მამაკაცი…“

541
14a75e0d-a645-4e4b-8215-dc7a6a3a1262

ია ნინიძემ ახლახან დაბადების დღე საქართველოში, მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა. ჟურნალ „სარკეს“ (10 სექტემბრის ნომერი) საუბრობს პირადი ცხოვრების შესახებ და მამაკაცზე, რომელთან შეხვედრასაც პირად გამარჯვებად მიიჩნევს:

„ეს არის ცხოვრების ძალიან დიდი გამარჯვება, ცხოვრების დიდი პლუსი. როცა ქალი თავის ნამდვილ მეორე ნახევარს იპოვის, ჩათვალეთ, რომ ცხოვრებამ დააჯილდოვა ნამდვილი სიყვარულით. მდიდარი ადამიანი ვარ, რომ ღმერთმა ასეთი სიყვარული მაჩუქა ლადოს სახით. ის გახდა ჩემთვის სიყვარულის სიმბოლო. ლადოს ვერავინ შეედრება ვერც სიტყვით, ვერც საქციელით. ის იყო ყველაფერში ნამდვილი ქართველი მამაკაცი. ის ყოველთვის ჩემი მფარველი ანგელოზია და სულ ასე იქნება. ის ჩემი შვილების მფარველი ანგელოზიცაა.

რამდენი წელი იყავით ერთად?

ლადოს 13 წლიდან ვუყვარდი, მაგრამ მოხდა ისე, რომ გვიან შევხვდით ერთმანეთს. უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც გარდაიცვალა, მაგრამ ჩემს გულში ის ცოცხალია. ამ დიდ სიყვარულს ვიხსენებ და ამ სიყვარულს მოვიგონებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g