LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ილონ მასკს ჰგავს თუ ემბერს?“ – ესპანეთში გადასახლებული ემბერ ჰარდი ქალიშვილთან ერთად გადაიღეს

234
page

ყოფილ ქმართან, ჯონი დეპთან სკანდალურ სასამართლო პროცესში დამარცხებისა და კინო კარიერაში განცდილი კრახის შემდეგ, ემბერ ჰარდმა ჰოლივუდი დატოვა და საცხოვრებლად, ქალიშვილთან ერთად, ესპანეთში გადავიდა. აღნიშნული ინფორმაციის შემდეგ მსახიობი პირველად გადაიღეს. ის მადრიდის ქუჩებში ქალიშვილთან ერთად სეირნობდა, რომელიც მას ილონ მასკისგან ჰყავს.

ემბერ ჰარდმა ჰოლივუდი დატოვა და საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა

ვინ არის ემბერის შვილის მამა? დიახ ის ილონ მასკია – ჰარდი ქალიშვილთან ერთად პირველად გამოჩნდა

37 წლის ვარსკვლავი დამშვიდებულად და ლაღად გამოიყურებოდა, მას ხელში ქალიშვილი ეჭირა და სკუტერით საბავშვო პარკისკენ მიემართებოდა.  ამ დღეს ემბერს შავი „ლეგინსები“ და ამავე ფერის ტიპი ამშვენებდა.

„ილონ მასკს ჰგავს თუ ემბერს?“, „ილონის მერვე შვილი“, – წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, ორი წლის უნა სუროგატი დედის საშუალებით მოევლინა სამყაროს, მისი მამა კი ილონ მასკია, რომელთანაც ჰარდს რამდენიმეთვიანი რომანი აკავშირებდა.

გგონიათ, რომ ყველა დეტალი იცით დეპი-ჰარდის სკანდალურ თანაცხოვრების შესახებ? – ახალი შოკის მომგვრელი დეტალები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები