LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა ტორონჯაძე: „ჩემი იმიჯის გამო, რაც მორგებული მქონდა და ჩემთვის სარწმუნო იყო, ფემინისტობას ვგულისხმობ, ვერ წარმომედგინა, რომ ასე ადვილად შევეგუებოდი კაცთან თანაცხოვრებას…“

112
ირინა ტორონჯაძე ლევან სამყურაშვილთან ერთად

2025 წლის 25 იანვარს ხუთი წელი გახდა, რაც ირინა ტორონჯაძემ და მისმა რჩეულმა, საყვარელმა მამაკაცმა, ლევან სამყურაშვილმა იქორწინეს, ჯვარი დაიწერეს და ქორწილი გადაიხადეს. ირინა ჟურნალ „თბილისელებთან“ საკუთარი ქორწინების შესახებ საუბრობს და დასძენს, რომ არ ეგონა, თუ კაცთან ცხოვრებას ასე მარტივად შეეგუებოდა, საკუთარი ფემინისტური შეხედულებების გამო:

ირინა ტორონჯაძე: 

– სანამ ვიქორწინებდით, ექვსი თვე ერთად ვცხოვრობდით და შემდეგ გადავწყვიტეთ ოფიციალური ქორწინება, ხელის მოწერა და ჯვრისწერა. ზუსტად მახსოვს ყველა ჩვენი გადაწყვეტილების დღე; ის ზაფხული, როცა თანაცხოვრება დავიწყეთ; ის დღე, როცა ჯვარი დავიწერეთ… ანუ, ჩემთვის ყველა მომენტს თავისი მნიშვნელობა აქვს. ესენი ერთგვარი ეტაპები იყო ჩვენს სიყვარულში. ჩემი იმიჯის გამო, რაც მორგებული მქონდა და ჩემთვის სარწმუნო იყო, ფემინისტობას ვგულისხმობ, ვერ წარმომედგინა, რომ ასე ადვილად შევეგუებოდი კაცთან თანაცხოვრებას. ზოგადად, ადამიანს გგონია, შენს თავს იცნობ, მაგრამ ურთიერთობაში უკვე მართლა იწყებ შენი ემოციური საჭიროებების, შენი თავის თავისებურებების შეცნობას, უკეთ ხედავ შენს სისუსტეებს, ძლიერ მხარეს. მე, ასეთი გამოცდილება არ მქონდა. რასაკვირველია, 37 წლის ასაკში გავთხოვდი და მანამდე მქონდა გამოცდილება საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობის, მაგრამ ჩემი ფემინისტური ქალის იმიჯის ყველა კაცს ეშინოდა. კიდევ ვამბობ, თავად ვიყავი საკუთარი თავის მიმართ ასე განწყობილი – ჩემს ხასიათს ვინ შეეგუება-მეთქი. ლევანთან რომ დავიწყე თანაცხოვრება, მერე დავინახე, რომ ეს არის რეალობა და ეს ადამიანი კი არ შემეგუა, პირიქით, განცდა გამიჩინა, რომ არაფერი შესაგუებელი არ მჭირს. ყველა ჩემი თვისება, რაც მეგონა, ძნელი ასატანია, პირიქით, ასი პროცენტით მიიღო და ეს გახდა ჩემთვის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რომ მე ნამდვილად მინდა ამ ადამიანთან ცხოვრება, ურთიერთობის გაოფიციალურება. სხვათა შორის, ჩვენი გაცნობა ლევანის ინიციატივა იყო. დამიკავშირდა, თვალს მადევნებდა, შევხვდით, ასე ვთქვათ, ლევანი უფრო ინიცირებდა. ამიტომ, მისი მხრიდან გარკვეული იყო, რომ მოვწონდი და ჩემთან ურთიერთობა უნდოდა. წელიწად-ნახევარი, როცა ერთმანეთს ვხვდებოდით, იყო გაცნობა-შეცნობის პერიოდი, დისტანციური მოწონება, უფრო მეტად ფლირტი და რომანტიზირებული თამაში. მერე კი დავიწყეთ თანაცხოვრება და როცა ვნახე, ის ჩემს ხასიათს იღებს, როგორც მოცემულობას და თან, არ ღიზიანდება, მივხვდი, რომ ეს ადამიანი ნამდვილად ჩემია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g