დევიდ და ვიქტორია ბექჰემების 13 წლის ქალიშვილი, ჰარპერი სულ უფრო და უფრო აქტიურად ერთვება დიზაინერისა და „ბიუთი მაგნატი“ დედის საქმიანობაში. ირკვევა, რომ გოგონა შეპყრობილია კოსმეტიკით და ყოველდღიურად იყენებს ვიქტორიას ბრენდის პროდუქციას.
ჰარპერმა ბოლო პერიოდში ბლოგერობაც დაიყო და გამომწერებს ხშირად ანახებს, თუ როგორია მისი თავის მოვლის და მაკიაჟის გაკეთების რუტინა.
ამჯერად ვიდეო თავად ვიქტორიამ გაავრცელა საკუთარ „ინსტაგრამზე“.
„ჰარპერი ხელის ახალ კრემს ტესტავს, ძალიან მიყვარხარ, გკოცნი“- ასე დაასათაურა ამაყმა დედამ ქალიშვილის ვიდეო.