ბიონსეს Cowboy Carter Tour დასასრულს უახლოვდება. ტურნეს დასკვნითი პერფორმანსები 25 და 26 ივლისს, ლას-ვეგასში ჩატარდება.
ახლახან, ატლანტაში გამართულ ერთ-ერთ კონცერტზე, არტისტს სცენაზე კვლავ შეუერთდა მეუღლე – ჯეი ზი. ვარსკვლავურმა წყვილმა ერთობლივი სიმღერის – Crazy in Love შესრულებისას ერთმანეთის მიმართ სიყვარული გამოხატეს. შოუს მიწურულს, ბიონსემ ჯეი-ზი სცენიდან კოცნით გააცილა.
აღსანიშნავია, რომ ცოლ-ქმრისგან საჯაროდ გრძნობების გამოხატვა იშვიათობას წარმოადგენს, რის გამოც ამ მომენტის ამსახველი ვიდეოები ქსელში ელვის სისწრაფით ვრცელდება და დიდი გამოხმაურებაც აქვს.
შეგახსენებთ, რომ 7 წლის შემდეგ, ბიონსე და ჯეი-ზი ერთად სცენაზე Cowboy Carter Tour-ის ევროპული ნაწილის დასკვნით შოუზე წარდგნენ.
ბიონსე და ჯეი-ზი ერთად სცენაზე 7 წლის შემდეგ წარდგნენ – წყვილის მოულოდნელი პერფორმანსი
Beyoncé and Jay-Z share a kiss on stage during the Cowboy Carter Tour in Atlanta. pic.twitter.com/orL11yVvXP
— Pop Base (@PopBase) July 14, 2025