LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიური სილამაზის ახალი სიცოცხლე – 61 წლის მონიკა ბელუჩიმ ტიმ ბარტონთან დაშორების შემდეგ იმიჯი რადიკალურად შეიცვალა

273
page

იტალიური ელეგანტურობის ცოცხალი სიმბოლო, მონიკა ბელუჩი, ლიონის 11-ე კინოფესტივალის, Lumière მთავარ მოვლენად იქცა. მსახიობი საფრანგეთის კულტურულ დედაქალაქში გამართულ პრესტიჟულ ცერემონიას დაესწრო, სადაც მას კინოინდუსტრიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პატივი მიაგეს.

ბელუჩი წითელ ხალიჩაზე ტრადიციულად მომაჯადოებლად გამოიყურებოდა. აღსანიშნავია, რომ 61 წლის მსახიობმა, რომელიც რეჟისორ, ტომ ბარტონს სულ ცოტა ხნის წინ დაშორდა, რადიკალურად შეცვლილი იმიჯით იყო წარმოდგენილი.

ვარსკვლავი, რომელიც ხშირად შავი ფერის სამოსში ჩნდება და გრძელ თმას ატარებს, ამჯერად ტერაკოტისფერ კაბაში იყო წარმოდგენილი, მას თმა ოდნავ გაღიავებული და მოკლედ შეჭრილი ჰქონდა.

ტიმ ბარტონთან განშორების შემდეგ, მონიკა ბელუჩიმ შავები გაიხადა – იტალიელი ლამაზმანის უახლესი ფოტოები

მონიკა ბელუჩი ტიმ ბარტონთან დაშორების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები