ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე ჟურნალ „სარკესთან“ იხსენებს, როგორ დახატა შვილმა 12 წლის ასაკში ნახატი, რომელიც მის მომავალს წინასწარმეტყველებდა:
„12 წლის იყო, როცა ერთი ნახატი შექმნა. ახლა იმ ნახატს ისე აღვიქვამ, რომ მან მაშინ თავისი ცხოვრება და ამ ცხოვრებიდან წასვლის ეპიზოდი ასახა. ნახატი ავანგარდულია. ზემოთ თვალია გამოსახული. ნახატი რომ მომიტანა, ვკითხე, რა ასახა და მითხრა, რომ ეს თვალები იყო ადამიანის, რომელიც ზემოდან დაგვყურებდა ჩვენ. ქვემოთ, მიწად არ ადგილიც აღვიქვი, იქ იყო თითქოს სისხლის ლაქები. მაშინ ბავშვმა ვერ ამიხსნა, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, ამ ნახატზე ასახულია მისი ამ ცხოვრებიდან გასვლის ამბავი…“
