ჯეი-ზი და ბიონსე ვენეციაში, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, ბერნარ არნოს შვილის ქორწილში იმყოფებოდნენ. ბერნარ არნოს ვაჟის, 29 წლის ალექსანდრე არნოს რჩეული ფრანგული აქსესუარების ბრენდის დამფუძნებელია.
„სიყვარულის შესახებ“ – ბიონსე და ჯეი-ზი Tiffany & Company-ის საოცრად ემოციურ სარეკლამო კამპანიაში
ბიონსე და ჯეი-ზი არნოს დიდი ხნის მეგობრები არიან, ამიტომ მეუღლეები საგანგებოდ ჩაფრინდნენ ვენეციაში საზეიმო ცერემონიაზე. საინტერესოა, რომ ამ დღისთვის მეუღლეებმა არჩევანი შავ ფერზე გააკეთეს. ბიონსე შავ პალტოში იყო გამოწყობილი და პირბადეც შავი ეკეთა. პალტოს შიგნიდან მოჩანდა ცისფერი ატლასის კაბა და ამავე ფერის ფეხსაცმელი. ასევე შავებში იყო გამოწყობილი ჯეი-ზიც.
ყვითელი კომბინეზონი, ძვირადღირებული იახტა და რომანტიკა – ბიონსეს იტალიური არდადეგები