LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიკობ ელორდი ჰიტკლიფის როლში – უახლესი კადრები „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ გადაღებებიდან

124
page

ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში ემილი ბრონტეს გახმაურებული რომანის, „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ გადაღებებიდან მორიგი კადრები გავრცელდა.

შეუდარებელი მარგო რობი საქორწინო კაბაში – „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ გადაღებები დაიწყო

90-იანი წლების პოპულარული ფილმის შემდეგ, ახლა ყველა ელის, როგორი იქნება ახალი ვერსია. ძველმა, სადაც მთავარ როლებს რეიფ ფაინსი და ჯულიეტ ბინოში ასრულებენ, სამუდამოდ დაგვამახსოვრა თავი.

ამჯერად, ემერალ ფერალის ახალ ფილმში მთავარ როლებს, მარგო რობი და ჯეიკობ ელორდი ასრულებენ. ახლახან გამოჩნდა ჯეიკობ ელორდის პირველი კადრები გადასაღები მოედნიდან, სადაც მსახიობი ჰიტკლიფის როლში გვევლინება. მან ყველა დროის ყველაზე რომანტიკული და ამავე დროს მრისხანე პერსონაჟის როლი შესანიშნავად მოირგო.

ფოტოებში ჩანს შავებში გამოწყობილი მარგო რობიც. გადაღებები აქტიურ ფაზაშია შესული. აქამდე ყველა ელოდა, რომ რეჟისორი ახალ ფილმში სიახლის და თანამედროვეობის ელემენტებს შეიტანდა, თუმცა კადრებიდან ჩანს, რომ ფილმში ისევ შენარჩუნდება მე-18 საუკუნის ბრიტანული ესთეტიკა.

მარგო რობი და ჯეიკობ ელორდი ცნობილი რომანის, „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ ეკრანიზაციაში მიიღებენ მონაწილეობას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები