LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jetta რეორგანიზაციას გადის და რამდენიმე ელექტრომობილს გამოუშვებს

112
1098x1098

ჩინურმა ალიანსმა, რომელიც FAW-სა და Volkswagen-ისგან შედგება, Jetta-ს ბრენდის გარდაქმნის შესახებ დააანონსა. ამ სახელით ამჟამად  Volkswagen-ის ბენზინზე მომუშავე მოდელების გამარტივებული ვერსიები გამოდის. ამის შესახებ გამოცემა Cnevpost წერს. უკვე შეიქმნა ახალი საწარმო, რომელიც Jetta-ს განვითარების ახალ სტრატეგიაზე გადაიყვანს – ის ითვალისწინებს ჩინეთის ბაზრისთვის რამდენიმე ელექტრიფიცირებული მოდელის სწრაფად შემუშავებასა და გამოშვებას.

ბრენდის მართვას ახლა კომპანია FAW Volkswagen Jetta Automotive Technology Co. აიღებს საკუთარ თავზე. რეორგანიზაციის მიზანია Jetta-ს მეტი დამოუკიდებლობა მისცეს როგორც ბაზრის კვლევაში, ისე განვითარებასა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში.

Volkswagen ახალ საწარმოში მთავარი აქციონერი გახდება და ამ სტატუსით Jetta-ს ტექნოლოგიურ საფუძველს უზრუნველჰყოფს. კერძოდ, ბრენდს ექნება წვდომა Volkswagen-ის უკვე არსებულ ინჟინერულ გადაწყვეტილებებზე, მათ შორის – ელექტრიფიცირებულ პლატფორმებზე. ასევე იგეგმება Jetta-ს მხარდაჭერა ჩინეთის ფარგლებს გარეთ ბრენდის გაფართოებისთვის. FAW კი, თავის მხრივ, სავარაუდოდ, დაეხმარება განახლებულ საცალო ქსელის ჩამოყალიბებაში შიდა ბაზარზე.

2028 წლისთვის Jetta გეგმავს ბაზარზე ხუთი სრულიად ახალი მოდელის გამოყვანას, რომელთაგან ოთხი NEV სეგმენტს მიეკუთვნება – ანუ იქნება ან ელექტრომობილი, ან ჰიბრიდი. წინასწარი ინფორმაციით, განახლებული Jetta-ს დებიუტი იქნება სრულად ელექტრული სედანი: მისი პრეზენტაცია მიმდინარე წლის მესამე კვარტალში იგეგმება, ხოლო გაყიდვების დაწყება 2026 წლის ბოლომდე.

ბრენდის ბოლო სიახლე გახდა კროსოვერი VS8, რომლის შეკვეთების მიღება ჩინეთში გასული წლის შუა პერიოდში დაიწყო. ფორმალურად ეს Jetta-ს ყველაზე დიდი მოდელია. კროსოვერი აგებულია უნივერსალურ პლატფორმა MQB-ზე და აღჭურვილია 1,4-ლიტრიანი ტურბო ძრავით, რომლის სიმძლავრე 150 ცხენის ძალას შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები