ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა შვებულება მეუღლესთან ერთად, საბერძნეთში გაატარა. პრემიერის ვოიაჟის ამსახველი ფოტოები ინტერნეტში ახლახან გამოჩნდა. ფოტოებზე ჩანს, რომ ბრიტანელმა პრემიერმა რომანტიკული შვებულება ევბეას კუნძულზე გაატარა.
ფოტოებზე ბორის და ქერი ჯონსონები ხელგადახვეულები გამოჩნდნენ. ჯონსონს შორტები და თეთრი მაისური ეცვა, ხოლო ქერი, ჯინსის შორტებსა და წითელ ტოპში იყო გამოწყობილი. პაპარაცებმა მეუღლეები იახტაზე გარუჯვის დროსაც გადაიღეს.