LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცი ციხიდან გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში ისევ დააკავეს – ავტომობილის გატაცებისთვის

133
sheriffs-office-reduced

აშშ-ში 37 წლის მამაკაცი ავტომობილის გატაცებისთვის დააკავეს მას შემდეგ, რაც ციხიდან გათავისუფლებიდან სულ რამდენიმე საათი იყო გასული. ამის შესახებ  WJLA წერს.

დერიკ ბრაუნი 23 მარტს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან დღის საათებში გაათავისუფლეს. ის ციხეში იმყოფებოდა სასამართლოში გამოუცხადებლობის გამო, საქმე კი ნარკოტიკებს უკავშირდებოდა.

იმავე საღამოს, დაახლოებით 21:35-ზე, ჩარლზის ოლქის პოლიციამ ერთ-ერთ გზაჯვარედინზე შენიშნა მოპარული Dodge Journey. ავტომობილის გაჩერების შემდეგ გაირკვა, რომ საჭესთან სწორედ ახლად გათავისუფლებული ბრაუნი იჯდა.

მანქანაში კიდევ ორი მგზავრი იმყოფებოდა, თუმცა პოლიციის ინფორმაციით, მათ არ იცოდნენ, რომ ავტომობილი მოპარული იყო. ისინი გაათავისუფლეს, ხოლო ბრაუნი დააკავეს და ავტომობილის გატაცებაში დაადანაშაულეს.

მას შემდეგ იგი გადაიყვანეს ჩარლზის ოლქის ციხეში, საიდანაც მოგვიანებით 3000 დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები