LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანიე უესტმა ქალიშვილი დედინაცვლის გასაცნობად მიიყვანა – ახლად დაქორწინებული უესტისა და ბიანკა ჩენსორის უახლესი ფოტოები

371
Untitled.pngsdfsdf

მიმდინარე წელი ყველასათვის მოულოდნელი ქორწინებით დაიწყო. კანიე უესტმა, კიმ კარდაშიანთან ოფიციალურად განქორწინების შემდეგ, 27 წლის ბიანკა ჩენსორიზე იქორწინა.

„ახალი სახე, ახალი მკერდი“ – გაიცანით კანიე უესტის ახალი ცოლი, რომელიც კიმ კარდაშიანს ძალიან ჰგავს

კანიე უესტი ფარულად დაქორწინდა

მას შემდეგ პაპარაცები უშედეგოდ ცდილობდნენ ახლად დაქორწინებული წყვილის გადაღებას. რამდენიმე საათის წინ კანიე და ბიანკა ლოს-ანჯელესის რესტორანში გამოჩნდნენ. მათ თან ახლდა უესტისა და კიმის უფროსი ქალიშვილი, 11 წლის ნორდი, რომელიც დედინაცვლის გასაცნობად მივიდა. ინსაიდერების განცხადებით კანიემ, ახალი მეუღლე მშობლებს უკვე გააცნო.

ბიანკას მინი კაბა და ტყავის მოსაცმელი ეცვა, მის „ლუქს“ თეთრი, ფუმფულა ჩექმა ასრულებდა. 45 წლის კანიე შავ ტანისამოსში იყო გამოწყობილი, ხელზე კი ქორწინების მასიური ბეჭედი ეკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები