LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხათუნა ფეიქრიშვილი: „მახოს ყველა ყოფილ ცოლს გადავაჭარბე დროში და შემიძლია, „გავუმაზო“ ნებისმიერს, რომ აწი ჩვენი ოჯახის დანგრევა შეუძლებელია…“

111
2025-08-21_11-12-20_550253

მალხაზ ქვრივიშვილის მეუღლე, ხათუნა ფეიქრიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ (10 ნოემბრის ნომერი) საუბრობს იმის შესახებ, რომ მამა ცოლ-ქმრობამ დროის გამოცდას უკვე გაუძლო:

„სიგიჟემდე მიყვარს და რაც დრო გადის, მით მეტად ვგიჟდები ამ ადამიანზე. ასე რომ, არ დაიჯეროთ, რომ დრო სიყვარულს ახუნებს, აფერმკრთალებს და ყოველდღიური მოვალეობები მას უკან სწევს. ყოველგვარი გადამეტებული და შელამაზებული ემოციის გარეშე ვამბობ, თავად ვარ გაოგნებული ჩემი და მახოს სიყვარულით. იმავე სიყვარულით რომ მეფერება და იგივე გრძნობა რომ აქვს. მიკითხია, არ მოგბეზრდი-მეთქი? (იცინის). შეყვარებულიც ვყოფილვარ, მეგონა, იმის იქით აღარაფერი არსებობდა, მაგრამ მალე დასრულდა და ალბათ, ეს ჩვენი სიყვარული განსაკუთრებული შემთხვევაა. გავივლი და რომ არ ველოდები, მომაძახებს: მიყვარხარ (იცინის).

10 წელია, მისი ცოლი ვარ, ყველა ყოფილ ცოლს გადავაჭარბე დროში და შემიძლია, ნებისმიერს „გავუმაზო“, რომ აწი ჩვენი ოჯახის დანგრევა შეუძლებელია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g