LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კროსოვერი Zeekr 8X-ის ფასები ცნობილია

131
1428x1428

ჩინეთში ჰიბრიდული კროსოვერის Zeekr 8X წინასწარი გაყიდვები დაიწყო. მოდელი ოთხ ვერსიაშია ხელმისაწვდომი და მისი ფასი 377 000-დან 517 000 იუანამდე მერყეობს.

ტოპ ვერსიის სიმძლავრე 1400 ცხენის ძალას აღწევს და 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 3 წამზე ნაკლებ დროში – 2.96 წამში ასრულებს. შედარებით სუსტი ვერსია ამავე სიჩქარეს 3.7 წამში აღწევს.

კროსოვერის სიგრძე 5100 მმ-ია, სიგანე – 1998 მმ, სიმაღლე – 1780 მმ, ბორბლებს შორის მანძილი კი 3069 მმ. ავტომობილის წონა დაახლოებით 2.8 ტონაა. მყიდველებს შესთავაზებენ როგორც 5 ადგილიან, ისე 6 ადგილიან კონფიგურაციებს.

აღჭურვილობაში შედის სავარძლების გათბობა, ვენტილაცია და მასაჟი, ასევე პრემიუმ აუდიოსისტემა Naim-ისგან 29 დინამიკით.

მძღოლის დამხმარე სისტემა G-ASD აღჭურვილია 43 სენსორით, 5 ლიდარით და Nvidia-ს ორი ჩიპით, რომელთა საერთო წარმადობა 1400 TOPS-ს აღწევს. გათვალისწინებულია მართვის რეგულირებადი რეჟიმები.

Zeekr 8X იყენებს 2.0 ლიტრიან ტურბოძრავს, რომელიც მუშაობს ორ ან სამ ელექტროძრავასთან ერთად. ელექტრო ძრავის სვლის მარაგი 410 კილომეტრს აღწევს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები