LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა რამიშვილი: „მე, ძირითადად, თამადობითა და კორპორაციულის წამყვანობით ვშოულობ ორ კაპიკს. მაგალითად, მაისი უკვე დაკავებული მაქვს. ამას რომ ვამბობ ხოლმე, გიჟდებიან…“

199
ლაშა რამიშვილი

ლაშა რამიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, რომ ბევრი სამსახური და დატვირთული გრაფიკი აქვს, მას და მის მეუღლეს შრომა არ ეზარებათ, რადგან სამი შვილი ჰყავთ:

„აბსოლუტურად ყველაფერი გამკლავებადია. თუ ადამიანი მოინდომებს, ათი სამსახური ექნება და ათივეს გაართმევს თავს. მთავარია, შრომისუნარიანობა არ დაკარგოს და სიზარმაცემ არ სძლიოს. ყოველდღიურად საკმაოდ რთული რეჟიმი მაქვს. გადაღება, რეპეტიცია, თეატრი, ეთერი და ასე შემდეგ. ზუსტად ვიცი, ოთხ თვეში რა კორპორაციული მაქვს, რომელ ქორწილში მიწევს თამადობა. მე, ძირითადად, თამადობითა და კორპორაციულის წამყვანობით ვშოულობ ორ კაპიკს. მაგალითად, მაისი უკვე დაკავებული მაქვს. ამას რომ ვამბობ ხოლმე, გიჟდებიან, არადა, ჩემს კალენდარში რომ ჩაიხედოთ, ნახავთ, რომ სექტემბრის ორი თარიღი უკვე დაკავებული მაქვს. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ საკმაოდ მჭიდრო გრაფიკი მაქვს. არც მე და არც ჩემს მეუღლეს შრომა რ გვეზარება, როდესაც სამი შვილი გყავს, ასეა საჭირო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g